ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საგრანტო კონკურსები

ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის პროგრამები

განცხადებები

ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდი ყოველწლიურად აფინანსებს 600-მდე უცხოელი მეცნიერის კვლევას გერმანიის კვლევით დაწესებულებებში. სტიპენდიები გაიცემა შემდეგი პროგრამების ფარგლებში:

  1. ჰუმბოლდტის სტიპენდია პოსტ-სადოქტორო კვლევებისთვის
  2. გეორგ ფორსტერის სტიპენდია პოსტ-სადოქტორო კვლევებისთვის
  3. ჰუმბოლდტის კვლევითი სტიპენდია მეცნიერთათვის
  4. გეორგ ფორსტერის კვლევითი სტიპენდია მეცნიერთათვის

ამ პროგრამებზე განაცხადების მიღების ვადა შეზღუდული არ არის. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.

ჰუმბოლდტის სტიპენდია პოსტ-სადოქტორო კვლევებისთვის

სტიპენდია განკუთვნილია ახალგაზრდა უცხოელი მკვლევარებისთვის მეცნიერების ნებისმიერი სფეროდან, რომელთაც აკადემიური ხარისი მოიპოვეს მაქსიმუმ 4 წლის წინ.

სტიპენდიით დაფინანსებული კვლევა უნდა განხორციელდეს გერმანიის კვლევით დაწესებულებაში გერმანელ მეცნიერთან ერთად. პროგრამის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 6 - 24 თვით. კანდიდატებს მოეთხოვებათ გერმანული ან ინგლისური ენის ცოდნა.

სტიპენდიის რაოდენობა შეადგენს თვეში 2.250 ევროს. ფონდი დამატებით ანაზღაურებს მკვლევარის მგზავრობის ხარჯებს, ასევე შესაძლებელია დამატებით დაფინანსდეს სტიპენდიანტის ოჯახის წევრების სტუმრობა გერმანიაში.

დამატებითი ინფორმაციისა და აპლიკაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის გადმოსატვირთად მიყევით ბმულს: http://www.humboldt-foundation.de/web/humboldt-fellowship-postdoc.html

გეორგ ფორსტერის სტიპენდია პოსტ-სადოქტორო კვლევებისთვის

გეორგ ფორსტერის სტიპენდია განკუთვნილია ახალგაზრდა მკვლევარებისთვის განვითარებადი და გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნებიდან, რომელთაც აკადემიური ხარისი მოიპოვეს მაქსიმუმ 4 წლის წინ.

სტიპენდიით დაფინანსებული კვლევა უნდა განხორციელდეს გერმანიის კვლევით დაწესებულებაში გერმანელ მეცნიერთან ერთად. პროგრამის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 6 - 24 თვით. კანდიდატებს მოეთხოვებათ გერმანული ან ინგლისური ენის ცოდნა. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევა ეხებოდეს იმ ქვეყნის განვითარებისთვის აქტუალურ პრობლემატიკას, რომელსაც წარმოადგენს აპლიკანტი მეცნიერი.

სტიპენდიის რაოდენობა შეადგენს თვეში 2.250 ევროს. ფონდი დამატებით ანაზღაურებს მკვლევარის მგზავრობის ხარჯებს, ასევე შესაძლებელია დამატებით დაფინანსდეს სტიპენდიანტის ოჯახის წევრების სტუმრობა გერმანიაში. კვლევის დასრულების შემდეგ შესაძლებელია მკვლევარს დაენიშნოს დამატებითი სტიპენდია ერთი წლის განმავლობაში.

დამატებითი ინფორმაციისა და აპლიკაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის გადმოსატვირთად მიყევით ბმულს: http://www.humboldt-foundation.de/web/georg-forster-fellowship-postdoc.html

ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის კვლევითი სტიპენდია მეცნიერთათვის

ჰუმბოლდტის კვლევითი სტიპენდიები განკუთვნილია უცხოელი მკვლევარებისთვის მეცნიერების ნებისმიერი სფეროდან, რომელთაც დოქტორის აკადემიური ხარისი მოიპოვეს მაქსიმუმ 12 წლის წინ და აქვთ სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობის დიდი გამოცდილება.

ჰუმბოლდტის სტიპენდიით გამოცდილ მეცნიერებს საშუალება ეძლევათ განახორციელონ კვლევა გერმანიის კვლევით დაწესებულებაში გერმანელ მეცნიერთან ერთად. პროგრამის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 6 - 18 თვით. შესაძლებელია სტიპენდიის გადანაწილება სამი წლის განმავლობაში სამი კვლევითი მივლინებისთვის გერმანიაში.

სტიპენდიის რაოდენობა შეადგენს თვეში 2.450 ევროს. ფონდი დამატებით ანაზღაურებს მკვლევარის მგზავრობის ხარჯებს, ასევე შესაძლებელია დამატებით დაფინანსდეს სტიპენდიანტის ოჯახის წევრების სტუმრობა გერმანიაში.

დამატებითი ინფორმაციისა და აპლიკაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის გადმოსატვირთად მიყევით ბმულს: http://www.humboldt-foundation.de/web/humboldt-fellowship-experienced.html

გეორგ ფორსტერის კვლევითი სტიპენდია მეცნიერთათვის

გეორგ ფორსტერის კვლევითი სტიპენდიები განკუთვნილია მეცნიერთათვის განვითარებადი და გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნებიდან. ნებისმიერი სფეროს მკვლევარებს, რომელთაც დოქტორის აკადემიური ხარისი მოიპოვეს მაქსიმუმ 12 წლის წინ და აქვთ სამეცნიერო-კვლევითი მოღვაწეობის დიდი გამოცდილება, საშუალება ეძლევათ განახორციელონ კვლევა გერმანიის კვლევით დაწესებულებაში გერმანელ მეცნიერთან ერთად.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევა უნდა ეხებოდეს იმ ქვეყნის განვითარებისთვის აქტუალურ პრობლემატიკას, რომელსაც წარმოადგენს აპლიკანტი მეცნიერი და უნდა ემსახურებოდეს ამ ქვეყნის სამეცნიერო სფეროსათვის თანამედროვე კვლევის მეთოდებისა და ცოდნის გაზიარებას.

პროგრამის ხანგრძლივობა განსაზღვრულია 6 - 18 თვით. შესაძლებელია სტიპენდიის გადანაწილება სამი წლის განმავლობაში სამი კვლევითი მივლინებისთვის გერმანიაში. სტიპენდიის რაოდენობა შეადგენს თვეში 2.450 ევროს. ფონდი დამატებით ანაზღაურებს მკვლევარის მგზავრობის ხარჯებს, ასევე შესაძლებელია დამატებით დაფინანსდეს სტიპენდიანტის ოჯახის წევრების სტუმრობა გერმანიაში.

დამატებითი ინფორმაციისა და აპლიკაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის გადმოსატვირთად მიყევით ბმულს: http://www.humboldt-foundation.de/web/georg-forster-fellowship-experienced.html

ბანერები