ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლე

აკადემიური წერის ცენტრის მესამე სამეცნიერო კონფერენცია

ახალი ამბები

22-23 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრი გამართავს მესამე კონფერენციას.

კონფერენციის სამუშაო თემაა „სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა აკადემიურ ნაშრომში“.

კონფერენციის მიზანია პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვებს:

  • რა არის სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა?
  • რომელი აუცილებელი ფაქტორებია გასათვალისწინებელი ლიტერატურის მიმოხილვის პროცესში?
  • როგორ შევარჩიოთ სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვის მოდელი სხვადასხვა დარგისა და ჟანრის აკადემიური ნაშრომისთვის?

კონფერენციის ამოცანაა თავი მოუყაროს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა, მკვლევართა და სტუდენტთა ისეთ მოხსენებებს, რომლებიც შეეხება ლიტერატურის მიმოხილვის სტრატეგიებს აკადემიურ ტექსტებზე მუშაობის პროცესში. ამის საფუძველზე საჭიროა განვსაზღვროთ ლიტერატურის მიმოხილვის, როგორც სამეცნიერო ნაშრომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულის, როლი, მიზანი და მასშტაბი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა საფეხურის საკვალიფიკაციო ნაშრომების კონცეფციებთან მიმართებაში. კონფერენციაზე ერთმანეთს გავუზიარებთ ინფორმაციას ლიტერატურის მიმოხილვასთან დაკავშირებული უახლესი კვლევების, მიდგომებისა და წერის მეთოდების შესახებ; გავაანალიზებთ კონკრეტულ შემთხვევებსა და საუკეთესო ნიმუშებს.

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ / მოწვეულ პერსონალს დამოუკიდებლად და საბაკალავრო / სამაგისტრო / სადოქტორო საფეხურის სტუდენტ(ებ)ს სამეცნიერო ხელმძღვანელ(ებ)თან ერთად.

სამუშაო ენა: ქართული.

კონფერენციის ფორმატი

  • ძირითადი მოხსენება (keynote speech) – 60 წთ.
  • შედარებით მოკლე მოხსენება (short presentation) – 30 წთ.
  • სამუშაო შეხვედრა (workshop) – 45 წთ.
  • დისკუსია მრგვალ მაგიდასთან (panel discussion) – 60 წთ.

(მონაწილეთა გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს)

  • სტენდური მოხსენება (poster presentation) – 20 წთ.

მითითებული დრო ითვალისწინებს 10 წუთს კითხვა-პასუხისთვის.

კონფერენციის მონაწილეთა მოხსენებები გამოქვეყნდება საკონფერენციო ნაშრომთა კრებულში.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა აუცილებელია გაიარონ რეგისტრაცია 2023 წლის 15 ივლისამდე შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/coQ23

  • რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2023 წლის 15 ივლისი
  • შერჩეულ მოხსენებათა სრული ტექსტის გამოგზავნის ბოლო ვადა: 2023 წლის 15 სექტემბერი
  • კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2023 წლის 22-23 სექტემბერი

საკონტაქტო ინფორმაცია:

აკადემიური წერის ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, ოთახი E 220
ტელ.: +995 32 222 00 09 (198)
ელფოსტა: writingcentre@iliauni.edu.ge

2023 

 

ბანერები