ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

ტომი 1 - მოდერნულობის თეორიები

ფასი: 5.5
ISBN: 978-9941-18-024-8
ავტორი: ავტორთა ჯგუფი
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2010
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 168


აღწერა

სერიის პირველ ტომში, „მოდერნულობის თეორიები“ მოდერნულობის პრობლემა რამდენიმე ასპექტითაა გაანალიზებული. მასში თავმოყრილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდერნულობის გენეალოგიის ინსტიტუტის პროფესორთა მიერ დაწერილი სტატიები, რომელთ ერთი ნაწილი მოდერნულობის თეორიას ეძღვნება, ხოლო მეორე - ისტორიას, თუ როგორ ისახება მოდერნულობა შუა საუკუნეებში.
სერიის რედაქტორის შესავალი სტატიიდან ვგებულობთ: „ფოკუსი ცალკეულ წიგნებზე, ჩვენი აზრით, გამართლებულია მეთოდოლოგიურადაც და დიდაქტიკურადაც: ჯერ ერთი, თითქმის ყველა შერჩეული წიგნი ან კლასიკური ნაშრომის სტატუსით სარგებლობს, ანდა – უაღრესად გავლენიანია, როგორც წიგნი (და არა როგორც მისი ავტორის თეორიის ერთი პროდუქტი). მეორეც, წიგნის ლოგიკის გაცნობა შესავლისათვის ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე მთლიანად თეორიის ლოგიკისა, რომელიც, უმეტესწილად, ბევრად უფრო კომპლექსური და ჩახლართულია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები