ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

ორთაბრძოლა - ანტიკომუნისტის ჩანაწერები

ფასი: 20.80
ISBN: 978-9941-18-098-9
ავტორი: ვიქტორ კრასინი
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2012
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 392

 

აღწერა

ვიქტორ კრასინის მემუარები მრავლისმომცველია და სიღრმისეულ და ფუნდამენტურ საკითხებს ეხება – ეს მამაცი კაცის მოგონებებია, რომელმაც კოლიმაში, საბჭოთა სიკვდილის ჩრდილოეთის ბანაკებში მრავალწლიან პატიმრობას გაუძლო და შემდგომში მოსკოვის დისიდენტთა საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი გმირი გახდა; ამავე დროს, ის არის კაცი, რომელმაც ვერ აიტანა მოსკოვის ლეფორტოვოს „კაგებეს“ ციხის საკანში წამების მიზანმიმართული 9-თვიანი მექანიზმები, გატყდა და დანებდა. პარადოქსია, მაგრამ მისი დანებების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის გახდა, რომ მან კოლიმაში გადარჩენა შეძლო... კრასინის გულწრფელი და პირდაპირი მემუარები გვთავაზობს იმ ადამიანის გონებისა და სულის სიღრმეში ხედვას, რომელიც დღემდე სძულს ზოგიერთ დისიდენტს. კრასინის წიგნი ცხადად და დამაჯერებლად ეწინააღმდეგება მოვლენების შავ-თეთრად დაყოფას. ის გულახდილია საკუთარ ნაკლოვანებებზე, შეცდომებზე და რეპრესიებით გამოწვეულ მორალურ ტკივილზე საუბრისას და, ასევე, ძალიან გულწრფელად და პირდაპირ საუბრობს სხვა დისიდენტებზე. გმირის ნიღბის უკან ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც ეშინია, სვამს, კამათობს. ის ფაქტი, რომ „კაგებეს“ წნეხის ქვეშ კრასინი, და არა მხოლოდ კრასინი, „გატყდა“, ჩვენთვის უცებ ხდება ადვილად ასახსნელი. მის ადგილას შეიძლება ჩვენც ვყოფილიყავით. ვინ ვართ ჩვენ, რომ განვსაჯოთ? … სადავო ისტორია, რომელიც სამოქალაქო ომისა და პოლიტიკური უწესრიგობის პერიოდში გარდაცვლილ საქართველოს ერთ-ერთ პრეზიდენტს ეხება, არ არის ერთადერთი მიზეზი, რითაც ეს წიგნი მნიშვნელოვანია. ის ასევე ერგება საქართველოს ამჟამინდელ კონტექსტს, სადაც ზომიერების ნაკლებობაა; სადაც ყველაზე მეტად საკუთარი (სწორი) და ოპონენტის (მცდარი) პოლიტიკური კურსის მიმართ დამკვიდრებულია ექსტრემისტული დამოკიდებულება, ხოლო ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ყოველი შეცდომისა და მარცხის უკან დგას ადამიანი, რომელსაც შეიძლება სწორედაც გარემოს მიერ აღქმულისგან განსხვავებული მიზნები გააჩნდეს.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები