ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

ნატაშას ცეკვა - რუსეთის კულტურული ისტორია

ფასი: 4,75
ISBN: 978-9941-18-176-4
ავტორი: ორლანდო ფაიჯესი
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2013
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 632


აღწერა

ორლანდო ფაიჯესი, თანამედროვე ბრიტანელი ისტორიკოსი და მწერალი, განსაკუთრებით ცნობილია რუსული ისტორიის შესახებ ნაშრომებით. ის  ჟურნალ Russian History-ს სარედაქციო კოლეგიის წევრია, წერს საერთაშორისო პრესისთვის, თანამშრომლობს ტელევიზიასთან და რადიოსთან, არის New York Review of Books-ის რეცენზენტი და სამეფო ლიტერატურული  საზოგადოების წევრი.
„ნატაშას ცეკვა“ 2002 წელს გამოიცა და უმალვე დიდი წარმატება მოიპოვა. წიგნი რუსული კულტურის ერთ-ერთ საუკეთესო ანალიზს გვთავაზობს და თავისი მასშტაბურობით, სიღრმითა და ავტორის შესანიშნავი წერის სტილით დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე. წიგნში ფაიჯესის ინტერესი კულტურისკენაა მიმართული, განსხვავებით მისი ასევე კარგად ცნობილი ნაშრომისგან - „ხალხის ტრაგედია“, რომელშიც ის რუსული რევოლუციის ისტორიას პოლიტიკურ-ისტორიულ კონტექსტში გადმოგვცემს.
წიგნი პეტრე დიდის მიერ სანქტ-პეტერბურგის აღმშენებლობით იწყება და საბჭოთა რეჟიმის ანალიზით სრულდება. ფაიჯესი მოგვითხრობს, თუ როგორ ებრძოდნენ მწერლები, მხატვრები და მუსიკოსები თავად რუსეთის იდეას, მის ხასიათს, სულიერ არსსა და ბედისწერას. ის ოსტატურად იყენებს ისეთ უდიდეს ნაშრომებს, როგორებიცაა დოსტოევსკის, სტრავინსკისა და შაგალის ნაწარმოებები. ფოლკლორული/ტრადიციული ნაქარგების, გლეხების სიმღერების, რელიგიური ხატებისა და ყოველდღიური წეს-ჩვეულებების ფონზე, ფაიჯესი  „რუსობის“ არსს წარმოგვიდგენს.
თავად ფაიჯესს რომ დავესესხოთ: რას გულისხმობს „რუსობა“? როგორია რუსეთის ადგილი და დანიშნულება სამყაროში? ან სად არის ნამდვილი რუსეთი - ევროპაში თუ აზიაში, სანქტ-პეტერბურგში თუ მოსკოვში, ცარისტულ იმპერიაში თუ ტალახიან, ცალქუჩიან რუსულ სოფელში? ასეთი იყო „დაწყევლილი კითხვები“, რომლებიც ყველა სერიოზულ რუს მწე¬რალს, ლიტერატურის კრიტიკოსს, ისტორიკოსს, მხატვარსა თუ კომპოზიტორს, თეოლოგსა თუ ფილოსოფოსს აწვალებდა რუსეთის „ოქროს ხანის“ ხანგრძლივ პერიოდში, პუშკინიდან პასტერნაკამდე. ეს ის კითხვებია, რომლებიც ამ წიგნში ხელოვნების ფარდის მიღმა იმალება. აქ განხილული ნაწარმოებები იდეების და დამოკიდებულებების ისტორიას განასახიერებს, ერის ცნების ისეთ გაგებას, რომლის მეშვეობითაც რუსეთი საკუთარი რაობის ახსნას ცდილობდა. თუ ყურადღებით დავაკვირდებით, უხილავი ფანჯრიდან ერის შინაგანი ცხოვრების შემსწრენი გავხდებით“.


 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები