ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

ჩემი თავგადასავალი

ფასი: 3.5 GEL
ISBN: 9789941181030
ავტორი: აკაკი წერეთელი
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2012
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 155

 

აღწერა

წიგნში გთავაზობთ აკაკი წერეთლის ნაწარმოებს ქართულ ენაზე, რომლის პარალელურადაც წარმოდგენილია ტექსტის ინგლისური თარგმანი.

აკაკის „ჩემი თავგადასავლის“ ინგლისური თარგმანი ეკუთვნის გამოჩენილ ბრიტანელ მკვლევარსა და მთარგმნელს, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორს – დონალდ რეიფილდს, რომელიც თავისი ქართველოლოგიური შრომებით კარგად არის ცნობილი ქართველი მკითხველისთვის. საკმარისია დავასახელოთ „ქართული ლიტერატურის ისტორია“,  ქართულ-ინგლისური ლექსიკონის ორტომეული, ასევე გალაკტიონ ტაბიძის ლექსების, ვაჟას პოემებისა და ილიას „მეფე დიმიტრი თავდადებულის“ ინგლისური თარგმანები. დონალდ  რეიფილდი ამჟამად ოთარ ჭილაძის ერთ-ერთი ბოლო რომანის „აველუმის“ თარგმნას ამთავრებს.

„ჩემი თავგადასავლის“ თარგმანი დიდი დაგვიანებით გამოიცა: იგი ოცი წლის წინათ ითარგმნა და ქართველ მკითხველს ახლაღა ეძლევა საშუალება, გაეცნოს მას.

ინგლისური ენის შემსწავლელთა დასახმარებლად მიზანშეწონილად ვცანით პარალელური, ორენოვანი ტექსტების გამოქვეყნება.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები