ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის გამოცემები

ბურუსი

ფასი: არ არის გაყიდვაში
ISBN: 978-9941-18-066-8
ავტორი: მიგელ დე უნამუნო
ყდა: რბილი ყდა
ენა: ქართულ
გამოცემის წელი: 2011
პუბლიკაციის ტიპი: წიგნი
გვერდები: 228


აღწერა

უნამუნოს არცერთ ნაშრომში ისეთი სისავსით არ ჩანს მისი ინტელექტუალური ნიჭი, როგორც “ბურუსში”. ეს არის ფილოსოფიური ნოველის შესანიშნავი ნიმუში და ექსპერიმენტული მხატვრული ლიტერატურის თანამედროვე შედევრი. მოქმედების, დროისა და ადგილის კონვენციები განაწილებულია, „ბურუსში” მოცემული ძლიერი დიალოგებით ავტორი ე. წ. „აგონისტს“ ებრძვის. თხრობას ჩვეულებრივი ყოფითი სიტუაციით იწყებს და ასე გადაჰყავს მკითხველი აბსტრაქტული აზროვნებისა და შემოქმედების სამყაროში. ის ძალიან დახვეწილ მეთოდს იყენებს იმის გასაანალიზებლად, თუ რა მოსდის ჩვენს ქმნილებებს. იდეები, მახასიათებლები, კონცეფციები, ხელოვნება (შთამომავლობაც კი) სამყაროში გენერირდება და გამოდის. ისინი თავისუფალ სტატუსს იძენენ და ავტონომიურნი ხდებიან. ისინი ჩვენგან და ჩვენი სურვილებისგან სრულიად განცალკევებით არსებობენ. ნოველაში ავტორი ქმნის გმირს - ავგუსტოს, რომელსაც ერთი ქალი ძალიან შეუყვარდა, მაგრამ მისი სიყვარული უპასუხოდ რჩება. ავტორი წერს, რომ აუგუსტო თავს მოიკლავს. მაგრამ ავგუსტო − მისი გმირი - ავტორს არ ეთანხმება და მათ შორის ცხარე კამათი იწყება, რადგან ავგუსტოს უნდა რომ იცოცხლოს და უყვარდეს და მას თვითმკვლელობაზე არც არასდროს უფიქრია.


მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები