ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საერთაშორისო საგრანტო კონკურსები

წიგნის თარგმნის პროგრამა 2023

ახალი ამბები

აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება აცხადებს კონკურსს ამერიკელი ავტორების თარგმნის პროგრამაზე.

პროგრამის მიზანია, უახლესი კვლევები, სახელმძღვანელოები და თანამედროვე პოპულარული ლიტერატურა ფინანსურად ხელმისაწვდომი გახდეს ქართველი სტუდენტებისათვის, მკვლევრებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის.კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საგამომცემლო სახლებს, საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

პროგრამის დაფინანსების შემთხვევაში წიგნის თარგმნის პროექტის ფარგლებში გაიცემა გრანტები შემდეგი მიმართულებით:

  • საჯარო პოლიტიკა/სამოქალაქო განათლება: ზოგადი საჯარო პოლიტიკა, კიბერგანათლება და კიბერუსაფრთხოება; გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, განათლების მართვის საჯარო პოლიტიკა;
  • მედია: მედიაეთიკა, მედიის მენეჯმენტი, კიბერგანათლება და კიბერუსაფრთხოება, სტრატეგიული კომუნიკაცია, მასკომუნიკაცია და მასთან დაკავშირებული სხვა თემები;
  • სამართალი: საერთაშორისო სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი; ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და სხვა დაკავშირებული თემები;
  • ეკონომიკა: მეწარმეობა, ბიზნესადმინისტრირება, მენეჯმენტი, ეკონომიკა და სხვა დაკავშირებული თემები;
  • ზოგადი განათლება: განათლების მენეჯმენტი და ადმინისტრირება; კურიკულუმის დაგეგმვა და განვითარება; საგანმანათლებლო ტექნოლოგიები; სპეციალური განათლება და განათლებასთან დაკავშირებული თემები;
  • მხატვრული ლიტერატურა: კლასიკური, თანამედროვე და საბავშვო ლიტერატურა.

სახელმძღვანელოებისა და აკადემიური ლიტერატურის შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ უახლესი გამოცემები.

მინიმალური ტირაჟი 1 000 ცალია. გამონაკლისის სახით განიხილება მცირე ტირაჟი საჭიროების დასაბუთების შემთხვევაში.

მფლობელისგან საავტორო უფლების ნებართვის მოპოვებაზე პასუხისმგებელია გრანტიორი.

აპლიკანტს შეუძლია არა უმეტეს ხუთი (5) განაცხადის შემოტანა. განმცხადებელს კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პროგრამის ორივე ვადაზე, თუმცა ერთი და იმავე განაცხადის ხელახლა შემოტანა მეორე ვადაზე არ დაიშვება.

სათარგმნად შერჩეული ლიტერატურა არ უნდა იყოს ქართულ ენაზე გამოცემული.

თარგმანი უნდა შესრულდეს ორიგინალი ენიდან.

პროგრამა ხორციელდება 50%-იანი თანადაფინანსებით. თანადამფინანსებელი შესაძლოა იყოს როგორც განმცხადებელი ორგანიზაცია, ასევე გარე დაფინანსების წყარო. პროექტში სხვა თანადამფინანსებლის არსებობის შემთხვევაში აპლიკანტმა უნდა წარადგინოს შესაბამისი ორგანიზაციის თანხმობის წერილი (თანხისა და ხარჯების კატეგორიის მითითებით).

პროექტის მაქსიმალური ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ (2) წელს.

საპროექტო განაცხადების ელექტრონულად მიღების ვადები: 29 მარტი ან/და 29 მაისი

გთხოვთ, საპროექტო განაცხადი ელექტრონულად გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: TbilisiGrants@state.gov და სათაურში დაურთოთ პროგრამის სახელწოდება (Book Translation Program).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 6 მბ-ზე დიდი მოცულობის ელგზავნილები და RAR/ZIP ფორმატის დოკუმენტები არ მიიღება. დოკუმენტები უნდა იყოს მხოლოდ Word და PDF ფორმატში. განაცხადები მიიღება მხოლოდ მითითებული ვადის ფარგლებში. დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება. პირველადი შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სააპლიკაციო ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 2 თვის განმავლობაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/3jWknBm

2023 წელი

 

ბანერები