ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საერთაშორისო საგრანტო კონკურსები

ევროპული კვლევების საბჭო საგრანტო კონკურსს აცხადებს ERC Consolidator Grants

კონკურსები

ევროპული კვლევების საბჭო აცხადებს საგრანტო კონკურსს ERC Consolidator Grants, რომელიც ხელს უწყობს მკვლევრებს სამეცნიერო პროექტების განხორციელებასა და ევროპის მასშტაბით კვლევითი ჯგუფების ჩამოყალიბებაში.

საპროექტო წინადადება შეუძლია წარადგინოს ნებისმიერი ეროვნების მკვლევარმა, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევები და კვლევითი წინადადება და რომლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებიდან გასულია მინიმუმ 7 და მაქსიმუმ 12 წელი.

განაცხადები მიიღება ყველა სამეცნიერო სფეროში ("Bottom-up" მიდგომა).

მასპინძელი დაწესებულება და გუნდი

კვლევა უნდა ჩატარდეს ევროკავშირის წევრ ან ასოცირებული ქვეყნის  საჯარო ან კერძო კვლევით ორგანიზაციაში (საქართველო ასოცირებული ქვეყანაა ამ მიზნებისთვის).

განაცხადს მასპინძელი დაწესებულების სახელით წარადგენს მთავარი მკვლევარი (Principal Investigator - PI).

კონკურსზე განაცხადის წარდგენის მომენტისთვის არ არის სავალდებულო მთავარი მკვლევარი დასაქმებული იყოს მასპინძელ ორგანიზაციაში.

პროექტს ხელმძღვანელობს მთავარი მკვლევარი, რომელსაც შეუძლია დააკომპლექტოს გუნდი კვლევითი პროექტის განხორციელებისთვის.

დაფინანსების მოცულობა

  • €2 მილიონი, პროექტის ხანგრძლივობა – მაქსიმუმ 5 წელი;
  • დამატებით 1 მილიონის მოთხოვნის უფლება საჭიროების დადასტურების შემთხვევაში;
  • დაფინანსება ფარავს საკვალიფიკაციო პირდაპირ ხარჯებს 100%-ით და 25%-ით  –  დამატებით არაპირდაპირ ხარჯებ.

საპროექტო განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 13 იანვარი

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: ERC website

2025

ბანერები