ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

TourMODE კვირეულის მეორე ეტაპი იწყება

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ბიზნესის სკოლისა და ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით ილიაუნის სტუდენტებისთვის 16-20 აპრილს გამართავს TourMODE კვირეულის მეორე ეტაპს, რომელიც გულისხმობს გაზაფხულის სემესტრის ბოლოს დაგეგმილ TourMODE ტურისტული სააგენტოს მოდელირების შემაჯამებელი პროექტის მოსამზადებელ პერიოდს.

პროექტის მიზანია:

▶ სტუდენტებისთვის ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც შრომის ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანობას გაზრდის;

▶ სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა, ტრენინგებისა და მასტერკლასების საშუალებით დაეუფლონ ისეთ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ ტურისტულ ბიზნესში წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.

 მონაწილეებს ტრენინგების გავლის შემდეგ საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში TourMODE-ის შემაჯამებელი პროექტის, „ტურისტული სააგენტოს მოდელირების“, ფარგლებში.


▶ რატომ?

✅ გაიგო მეტი პროექტის “TourMODE - ტურისტული სააგენტოს მოდელირების” შესახებ;

✅ გადადგა პირველი ნაბიჯი, შემაჯამებელ პროექტში მონაწილეობის მისაღებად*;

* სტუდენტებს, რომლებსაც გავლილი ექნებათ, TourMODE კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგკურსები, შემაჯამებელ პროექტზე “TourMODE - ტურისტული სააგენტოს მოდელირება” შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ სხვა აპლიკანტებთან შედარებით;

✅ გაიგო მეტი ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ;

✅ დაიწყო ფიქრი საკუთარი ბიზნესის წამოწყებასა და მის შემდგომ განვითარებაზე;

✅ გამოიმუშავო ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, რომლებიც წარმატების მიღწევასა და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარება;

✅ გააანალიზო ბიზნესის დასაწყებად აუცილებელი ნაბიჯები და პროცედურები.


▶ ვის შეუძლია მონაწილეობა?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებიმიერი საფეხურისა და მიმართულების სტუდენტს.

პროექტის ამ ეტაპზე მონაწილეობას ვერ მიიღებენ ის სტუდენტები, რომლებმაც შემოდგომის სემესტრში მიიღეს მონაწილეობა TourMode კვირეულში.


▶ როგორ?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: https://goo.gl/gLBeH9

დედლაინი: 10 აპრილი


▶ როდის?

TourMODE კვირეული გაიმართება 16-20 აპრილს.

თითოეულ ტრენინგს დაეთმობა 3 საათი, რომელიც მოიცავს ერთსაათიან სალექციო და ორსაათიან პრაქტიკულ ნაწილს.


საკონტაქტო ინფორმაცია:

student.affairs@iliauni.edu.ge

555383344; 032 2 22 00 09 (270)

ბანერები