ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

TourMODEკვირეულის მონაწილეებს ლექციას ჩაუტარებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსი გიორგი ბრეგაძე

ღონისძიებები

6 დეკემბერს TourMODE კვირეულის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსი და ილიაუნის მოწვეული ლექტორი გიორგი ბრეგაძე გამართავს ლექციას თემაზე „ტურიზმის სტატისტიკა და კვლევის მეთოდები“.

მომხსენებლის შესახებ:

გიორგი ბრეგაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსია; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა მიწვეული ლექტორია საქართველოს, შავი ზღვისა და კავკასიის უნივერსიტეტებში; მას აქვს ორი მაგისტრატურის ხარისხი: ეკონომიკის განხრით – ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET), ფინანსების განხრით – გერმანიის ოტო ფონ გუერიკეს უნივერსიტეტში; გიორგი ბრეგაძე ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია. ტურიზმის სექტორში 2012 წლიდან მუშაობს და მისი ამოცანაა ტურიზმის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი, რეპორტინგი და სტრატეგიული დაგეგმვა.

ბანერები