ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

TourMODE – ტურისტული სააგენტოს მოდელირების შემაჯამებელ ეტაპზე რეგისტრაცია დაიწყო

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტიილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის და ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით 11-18 ივნისს განახორციელებს პროექტს ''TourMODE – ტურისტული სააგენტოს მოდელირების'' შემაჯამებელ ეტაპს.

პროექტი ორ ეტაპად იყოფა, პირველ ეტაპზე მონაწილეები გაივლიან პრაქტიკულ ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით, ესანია: ტურიზმი, მარკეტინგი, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ფინანსები და სხვ. მეორე ეტაპზე კი მონაწილეები მენტორებთან ერთად რეალური ტურიატული პროდუქტის შექმნაზე იმუშავებენ.

პროექტის მიზანია:

  • სტუდენტებისთვის ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც შრომის ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანობას გაზრდის.
  • პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც სტუდენტებს დაეხმარება, მიღებული ცოდნა ცხოვრებაში გამოიყენონ.

რატომ?

ეს პროექტი განსაკუთრებული შანსია:

  • შექმნა საკუთარი სააგენტოს მოდელი;
  • დაიწყო ფიქრი საკუთარი ბიზნესის წამოწყებასა და შემდგომ განვითარებაზე;
  • მიიღო პრაქტიკული ცოდნა ტურისტული ბიზნესის წარმატებულად წარმართვაში;
  • გააანალიზო ბიზნესის დასაწყებად აუცილებელი ნაბიჯები და პროცედურები;
  • შეიძინო/გაიუმჯობესო მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები: გუნდური მუშაობა, პრეზენტაბელურობა, პრეზენტაციის აწყობა/დამუშავება და სხვ.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი მიმართულებისა და საფეხურის სტუდენტს.

*უპირატესობა მიენიჭებათ TourMODEკვირეულის მონაწილეებს.

როგორ?

პროექტის მონაწილეები შეირჩევიან 2 ეტაპად:

I ეტაპი: შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/TourMODERE

სააპლიკაციო ფორმის შევსების ბოლო ვადაა: 28 მაისი, 18:00 საათი

II ეტაპი: დავალება (დავალების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მივაწვდით იმ სტუდენტებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან პირველ ეტაპს)

როდის?

პროექტი TourMODE განხორციელდება სამ ეტაპად:

I ეტაპი – 11-13 ივნისი (თბილისი);

II ეტაპი –15-17 ივნისი  (აბასთუმანი);

ფინალი – 18 ივნისი (თბილისი).

პროექტ "TourMODE -ტურისტული სააგენტოს მოდელირების" პარტნიორები არიან:

ინგლისური ენის შემსწავლელი ყველაზე დიდი სკოლა ამიერკავკასიაში British Centre / ბრიტანული ცენტრი.

▶ შემომყვანი ტურისტული სააგენტო Mimino In Caucasus

▶ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერიით -  "ძალიან მოკლე შესავალი" (ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის სერია)

▶ ტურისტული სააგენტო „Trip planner"

▶ სარეკლამო კომპანია FLEXMEDIA

▶ არასამთავრობო ორგანიზაცია National Geographic Georgia

▶ ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორია და სასწავლო ცენტრი Geolab

▶ ილიაუნის პირველი ქართული პრე-აქსელერატორი Zoomout • ზუმაუთი

''TourMODE –  ტურისტული სააგენტოს მოდელირების“ დასრულების შემდეგ თქვენ გექნებათ საშუალება, პროექტის მეორე ეტაპზე მიიღოთ მონაწილეობა და ჩვენი პროექტის პარტნიორ ''Zoomout • ზუმაუთი" პრეაქსელერატორთან ერთად განავითაროთ თქვენი იდეები და შექმნათ ინოვაციური პროდუქტები ტურიზმის ინდუსტრიაში.


საკონტაქტო ინფორმაცია:

student.affairs@iliauni.edu.ge

555 38 33 44; 032 2 22 00 09 (270)

ბანერები