ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

TourMODE – ტურისტული სააგენტოს მოდელირების მესამე ფინალური ეტაპი დაიწყო

ახალი ამბები

11 ივნისს სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტისა და ტურზმის მენეჯმენტის ცენტრის მხარდაჭერით TourMODE – ტურისტული სააგენტოს მოდელირების ფინალური ეტაპი დაიწყო.

შერჩეული 36 მონაწილე გადანაწილდა 6 გუნდში, რომლებიც ერთი კვირის განმავლობაში ერთად იმუშავებენ პროქტით გათვალისწინებული დავალებების შესასრულებლად. პირველი დღე ილიაუნის მოწვეული ლექტორისა და ბიზნესაქსელერატორ „სპარკის“ მენეჯერის, სანდრო კანდელაკის, ტრენინგით დაიწყო. იგი სტუდენტებს ეფექტური პრეზენტაციის შედგენაზე ესაუბრა.

ილიაუნის ტურიზმის კურსდამთავრებულმა დავით წიკლაურმა მონაწილეებს გამოცდილება გაუზიარა და ხუთდღიანი სათავგადასავლო ტურის გაწერით პრაქტიკული ცოდნაც მიაწოდა.

მომდევნო ტრენინგს, რომელიც მარკეტინგული გეგმის განვითარებას დაეთმო, ილიაუნის ასისტენტ-პროფესორი, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრას კონსულტანტი და პროექტების მენეჯერი საბა ჯაჯანიძე უძღვებოდა.

მარკეტინგული გეგმის განვითარების შემდეგ მონაწილეებმა მოისმინეს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის ლექცია მეწარმეობის შესახებ და მისგან, როგორ ინვესტორისგან,  სხვადასხვა მნიშვნელოვანი რჩევა მიიღეს: რა უნდა გაითვალისწინონ ინვესტორებთან ურთიერთობისას, რა მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს დღეს მეწარმეობის მიმართულებით და სხვ.

დღის ბოლო ილიაუნის მოწვეულმა ლექტორმა და აჭარაბეთის კრეატიული გუნდის წევრმა, სანდრო გაბისონიამ გამართა ტრენინგი თემაზე: „ბრენდის არქეტიპებისა და მომხმარებლის ავატარების ეფექტური კომუნიკაცია“.

TourMODE ტურისტული სააგენტოს მოდელირება 2 ეტაპად იყოფა. პირველი ნაწილი, რომელიც ტრენინგებს ითვალისწინებს, თბილისში გაიმართება. მენტორებთან ერთად საბოლოო პროექტის შესაქმნელად კი მონაწილეები ილიაუნის აბასთუმნის ბაზაზე იმუშავებენ.

პროექტ "TourMODE – ტურისტული სააგენტოს მოდელირების" პარტნიორები არიან:

▶ ინგლისური ენის შემსწავლელი ყველაზე დიდი სკოლა ამიერკავკასიაში British Centre / ბრიტანული ცენტრი.

▶ შემომყვანი ტურისტული სააგენტო Mimino In Caucasus

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერიით „ძალიან მოკლე შესავალი" (ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის სერია)

▶ ტურისტული სააგენტო „Trip planner"

▶ სარეკლამო კომპანია FLEXMEDIA

▶ არასამთავრობო ორგანიზაცია National Geographic Georgia

▶ ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორია და სასწავლო ცენტრი Geolab

▶ ილიაუნის პირველი ქართული პრე-აქსელერატორი Zoomout • ზუმაუთი

ბანერები