ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

TourMODE - ტურისტული სააგენტოს მოდელირების ფინალური ეტაპის მეორე დღე

ახალი ამბები

12 ივნისს, TourMODE - ტურისტული სააგენტოს მოდელირების შემაჯამებელი ეტაპის ტრენინგები გაიმართა. 

გიდების ასოციაციის ხელმძღვანელ ქეთი მელაძესთან შეხვედრის შემდეგ ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი აბაშიშვილი  პროექტის მონაწილეებსტურიზმსა და ეკონომიკურ განვითარებაზე ესაუბრა და მათ სტატისტიკური მონაცემები წარუდგინა.

დავით რაქვიაშვილმა სტუდენტებს ტურისტული სააგენტოს მუშაობის სპეციფიკა გააცნო და მისი განვითარებისთვის საჭირო რჩევები მისცა.

სოციალური მედიის მენეჯერმა, ქოფირაითერმა და Nair • ნაირის დამფუძნებლმა გიორგი ხერგიანმა ცნობილი ბრენდების მომხმარებლებთან დამყარებულ საკუმუნიკაციო ენაზე ისაუბრა.

დღის დასკვნითი ნაწილის მომხსენებელი ილიაუნის პროფესორი, საერთაშორისო ტრენერი, მარკეტერი, PR-ის სპეციალისტი, PSP -ს მარკეტინგისა და გაყიდვების უფროსი, Gallery Hostel Tbilisi-ს და Gallery Travel Tbilisi- ს მფლობელი თორნიკე გურული იყო. ბრენდინგზე თეორიული ცოდნის გაზიარების შემდეგ გუნდებმა პრაქტიკული სამუშაო შეასრულეს - შექმნეს თავიანთი სააგენტოს პროტოტიპის ლოგო, სლოგანი, სახელი და ისტორია, ბოლოს კი პროფესიონალური რჩევებიც მიიღეს.

პროექტ "TourMODE – ტურისტული სააგენტოს მოდელირების" პარტნიორები არიან:

▶ ინგლისური ენის შემსწავლელი ყველაზე დიდი სკოლა ამიერკავკასიაში British Centre / ბრიტანული ცენტრი.

▶ შემომყვანი ტურისტული სააგენტო Mimino In Caucasus

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერიით „ძალიან მოკლე შესავალი" (ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის სერია)

▶ ტურისტული სააგენტო „Trip planner"

▶ სარეკლამო კომპანია FLEXMEDIA

▶ არასამთავრობო ორგანიზაცია National Geographic Georgia

▶ ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორია და სასწავლო ცენტრი Geolab

▶ ილიაუნის პირველი ქართული პრე-აქსელერატორი Zoomout • ზუმაუთი



ბანერები