TourMODE – ტურისტული სააგენტოს მოდელირების ფინალური დღე
ახალი ამბები
18 ივნისს სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტისა და ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ერთობლივი პროექტის, „TourMODE – ტურისტული სააგენტოს მოდელირების“ ფინალური დღე გაიმართა, რომელზეც ილიაუნის სტუდენტებმა საკუთარი ტურისტული სააგენტოს მოდელები და ტურისტული სააგენტოს ფარგლებში შემუშავებული ტურები წარმოადგინეს.
ფინალურ ეტაპამდე მოდელირება TourMODE კვირეულებს, ტრენინგებს, ვორკშოპებსა და მენტორინგ-პროგრამას მოიცავდა, რომლებზეც სტუდენტები იღებდნენ ინფორმაციას და ჩართულები იყვნენ პროდუქტისა და ტურისტული სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ სამუშაოებში.
სტუდენტები განაწილებულნი იყვნენ 6 ჯგუფში, ფინალურ დღეს კი ისინი 6 სხვადასხვა ტურისტულ სააგენტოს წარმოადგენდნენ:
- Tack – თექი
- Midamo-Vla – მიდამო-ვლა
- OmiX – ომიქსი
- Toura – ტურა
- Capra – კაპრა
- Freakin’ Chameleon
ღონისძიების დასკვნით ნაწილში ჟიურის წევრებმა – ილიაუნის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა კვანჭილაშვილმა, ილიაუნის ასოცირებულმა პროფესორმა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორია „ჯეოლაბის“ რექტორმა სანდრო ასათიანმა, გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმა ქეთი მელაძემ, ილიაუნის ასისტენტ-პროფესორმა, კომპანია Gepra-ს პროექტების მენეჯერმა საბა ჯაჯანიძემ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმარების სამმართველოს უფროსმა გიორგი ბრეგაძემ, „მიმინო თრეველის“ პროდუქტების მენეჯერმა თინათინ ოთარაშვილმა – I, II, III ადგილზე გასული ტურისტული სააგენტოები გამოავლინეს.
I ადგილი ტურისტულმა სააგენტო Tack-მა, მე-2 ადგილი Midamo-Vla-მ, ხოლო III ადგილი OmiX-მა დაიკავა.
TourMODE – ტურისტული სააგენტოს მოდელირების საორგანიზაციო ჯგუფი დიდ მადლობას უხდის ჟიურის ყველა წევრს და კიდევ ერთხელ ულოცავს გამარჯვებულ გუნდს.
ტურისტული სააგენტოს მოდელირების ყველა მონაწილე ილიაუნის რექტორმა გიგა ზედანიამ სერტიფიკატებითა და უნივერსიტეტის მიერ დაწესებული პრიზებით დააჯილდოვა.
ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ქემერტელიძემ გამოავლინა ტურიზმის მიმართულების გამორჩეული სტუდენტი გიორგი ცერელიძე, რომელიც ლიეტუვის უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამით ისარგებლებს.
მონაწილეები დაჯილდოვდნენ პარტნიორი ორგანიზაციებისგანაც
▶ინგლისური ენის შემსწავლელმა ყველაზე დიდმა სკოლამ ამიერკავკასიაში, British Centre / ბრიტანული ცენტრმა პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს ინგლისური ენის შემსწავლელი კურსების ვაუჩერები გადასცა;
▶ღვინის კომპანიამ „8000 მოსავალი“ გამარჯვებული მონაწილეები ღვინის სადეგუსტაციო ტურით დააჯილდოვა;
▶შემომყვანმა ტურისტულმა სააგენტო Mimino In Caucasus-მა გამოავლინა 3 რჩეული მონაწილე, რომლებსაც თემატური პრიზები გადაეცათ;
▶ სარეკლამო სააგენტომ FlexMedia პროექტისთვის ბანერი და მონაწილეებისთვის ბრენდირებული პროექტის კალმები დაამზადა;
▶ ტურისტულმა სააგენტომ „Trip planner" გამარჯვებულ გუნდს ნებისმიერი მათთვის სასურველი ერთდღიანი ტურის ვაუჩერი გადასცა, ხოლო II, III ადგილზე გასულ მონაწილეებს ასეთივე ტურზე 30%-იანი ფასდაკლება შეთავაზა.
▶ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა პროექტის პარტნიორი იყო სერიით „ძალიან მოკლე შესავალი" (ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის სერია) და პირველ ადგილზე გასული მონაწილეები სრული სერიით დააჯილდოვა. გამარჯვებულებს ამ კომპანიაში სტაჟირების გავლა მათთვის სასურველი მიმართულებით შეეძლებათ.
▶ National Geographic საქართველომ I,II,III ადგილზე გასული და 3 გამორჩეული მონაწილე 2018 წლის სრული გამოცემით დააჯილდოვა;
▶ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორია „ჯეოლაბმა“ მონაწილეებს შეთავაზა სტაჟირების პროგრამა, რომელშიც ძირითადი აქცენტი პრაქტიკულ სამუშაოებზე გაკეთდება.
▶ილიაუნის პირველი ქართული პრე-აქსელერატორი Zoomout • ზუმაუთი და ფაბლაბ ილიაუნი პროექტის მონაწილეებს სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტთან ერთად პროექტის იდეების დახვეწაში აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში დაეხმარებიან.
ამასთან ერთად მენტორების – საბა ჯაჯანიძისა და ნატალია ბახტაძის– გადაწყვეტილებით რამდენიმე გუნდი იდეის დახვეწის პროცესს სწორედ მათთან ერთად გაივლიან.
ღონისძიების ბოლოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმარების სამმართველოს ხელმძღვანელმა გიორგი ბრეგაძემ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე ტურმოუდის გვერდის დამატება დაანონსა. გვერდზე მონაწილეების მიერ შემუშავებული პროექტები აიტვირთება და მომავალი ინვესტორების გამოხმაურებას დაელოდებიან.
#Iliauni #TourMODE #ტურმოუდიჩემიპროექტია #ტურმოუდი
გალერეა