ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

TourMODE კვირეულის პირველი ეტაპი იწყება

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი, ბიზნესის სკოლასტან და ბიზნესის სკოლის ტურიზმის ცენტრთან თანამშრომლობით, ილიაუნის სტუდენტებისთვის 3-7 დეკემბერს გამართავს TourMODE კვირეულის 2018-2019 სასწავლო წლის პირველ ეტაპს, რომელიც გულისხმობს გაზაფხულის სემესტრის ბოლოს დაგეგმილ TourMODE ტურისტული სააგენტოს მოდელირების შემაჯამებელი პროექტისთვის მოსამზადებელ ტრენინგებს.

პროექტის მიზანია:

▶ სტუდენტებისთვის ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც შრომის ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანობას გაზრდის;

▶ პრაქტიკოსმა ლექტორებმა გაუზიარონ პრაქტიკული ცოდნა პროექტის მონაწილეებს;

▶ სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა, ტრენინგებისა და მასტერკლასების საშუალებით დაეუფლონ ისეთ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ არამარტო ტურისტულ ბიზნესში წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.

მონაწილეებს ტრენინგების გავლის შემდეგ საშუალება ექნებათ, ჩაერთონ TourMODE-ის შემაჯამებელი პროექტების კონკურსში.

რატომ უნდა შეავსო აპლიკაცია?

  • რათა გაიგო მეტი პროექტის „TourMODE - ტურისტული სააგენტოს მოდელირების“ შესახებ;
  • გადადგა პირველი ნაბიჯი შემაჯამებელ პროექტში მონაწილეობის მისაღებად*;
  • გაიგო მეტი ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ;
  • დაიწყო ფიქრი საკუთარი ბიზნესის წამოწყებასა და მის შემდგომ განვითარებაზე;
  • გამოიმუშავო ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, რომლებიც წარმატების მიღწევასა და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარება;
  • გააანალიზო ბიზნესის დასაწყებად აუცილებელი ნაბიჯები და პროცედურები.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებიმიერი საფეხურისა და მიმართულების სტუდენტს.
პროექტის ამ ეტაპზე მონაწილეობას ვერ მიიღებენ ის სტუდენტები, რომლებმაც უკვე მიიღეს მონაწილეობა TourMode კვირეულში.

როგორ?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 26 ნოემბერი


როდის?

  • TourMODE კვირეული გაიმართება 3-7 დეკემბერს.
  • თითოეულ ტრენინგს დაეთმობა 3 საათი, რომელიც მოიცავს ერთსაათიან თეორიულ და ორსაათიან პრაქტიკულ ნაწილს.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

student.affairs@iliauni.edu.ge

555383344; 032 2 22 00 09 (270)

#ტურმოუდიჩემიპროექტია


* სტუდენტებს, რომლებსაც გავლილი ექნებათ TourMODE კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგკურსები, შემაჯამებელ პროექტზე „TourMODE - ტურისტული სააგენტოს მოდელირება“ შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ სხვა აპლიკანტებთან შედარებით;

 

 

 

ბანერები