ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

TourMODE კვირეულის მონაწილეებს ვორკშოპს ჩაუტარებს ფაბლაბ ილიაუნის მენეჯერი სანდრო კანდელაკი

7 დეკემბერს TourMODE კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორი და ფაბლაბ ილიაუნის ხელმძღვანელი სანდრო კანდელაკი გამართავს ტრენინგს თემაზე „როგორ დავიწყოთ“.

„რაიმე საქმის დაწყებამდე ყოველთვის ვპოულობთ სხვადასხვა მიზეზს, ეს საქმე რომ არ დავიწყოთ, ანდა გადავდოთ მისი დაწყება. ტრენინგზე გავივლით აზროვნებისა და მოქმედების ტექნიკებს, რომლებიც
დაგვეხმარება სწრაფ ფიქრსა და მოქმედებაში“, – ამბობს სანდრო კანდელაკი.

მომხსენებლის შესახებ:

სანდრო კანდელაკი 2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბში (Fablab Iliauni) მუშაობს და დღესდღეობით პრე-აქსელერატორ „ზუმაუთის” ხელმძღვანელია.
5 წლის განმავლობაში იგი მუშაობდა სხვადასხვა კოპანიაში სხვადასხვა მიმართულებით, ესენია: მარკეტინგი, ლოჯისტიკა, ინოვაციები, სტარტაპები. 2014 წლიდან T laboratory-ს ტრენერია, ხოლო 2015 წლიდან მუშაობს საკუთარი სტარტაპ-კომპანიების შექმნაზე. სანდრო კანდელაკს ორი მიმდინარე სტარტაპკომპანია აქვს.

 

 

ბანერები