ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

TourMODE კვირეულის მონაწილეებს ჯეპრას კონსულტანტი და პროექტების მენეჯერი საბა ჯაჯანიძე ვორკშოპს ჩაუტარებს

ახალი ამბები

3 დეკემბერს TourMODE კვირეულის ფარგლებში პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრას კონსულტანტი და პროექტების მენეჯერი საბა ჯაჯანიძე ჩაატარებს ვორკშოპს თემაზე „ძირითადი მარკეტინგული კონცეფციები“.

ვორკშოპზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • მარკეტინგული კონტექსტი: რა გარემოში ხორციელდება მარკეტინგი?
  • მარკეტინგის ძირითადი კონცეფციები და მარკეტინგული გეგმა
  • პრაქტიკული სამუშაო: მარკეტინგული გეგმის ჩონჩხის შექმნა

მომხსენებლის შესახებ

საბა ჯაჯანიძე 2015 წლიდან ჯეპრას კონსულტანტი და პროექტების მენეჯერია. მას აქვს მარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავების, სტრატეგიულ ბრენდინგზე მუშაობის, მთავრობასთან ურთიერთობის პროექტების, ადვოკატირების კამპანიების, დაინტერესებული მხარეების მობილიზაციისა და მონაწილეობის დაგეგმვის გამოცდილება.
საბა 2016 წლიდან ილიაუნის ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორია მარკეტინგის საფუძვლებში.

 

 

ბანერები