TourMODE კვირეულის მონაწილებს ტრენინგს ჩაუტარებენ ჯეოლაბის თანამშრომლები – ლილი ფულარიანი და ლიკა მოშიაშვილი
ღონისძიებები
TourMODE კვირეულის მონაწილებს ტრენინგს ჩაუტარებენ ჯეოლაბის თანამშრომლები – ლილი ფულარიანი და ლიკა მოშიაშვილი
5 დეკემბერს TourMODEკვირეულის ფარგლებში სოციალური მედიის მენეჯერი, ბლოგერი და ქოფირაითერი ლილი ფულარიანი და სოციალური მედიისა და კომუნიკაციის სპეციალისტი, Travel Guide • თრეველგაიდის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მარკეტინგის მენეჯერი ლიკა მოშიაშვილი გამართავენ ტრენინგს თემაზე „ტური ციფრულ სამყაროში“.
ტრენინგზე განხილული საკითხები:
ტურისტული ბიზნესისთვის საჭირო რესურსები;
- ფეისბუქი;
- ინსტაგრამი;
- ტრიპედვაიზერი;
- ბლოგი;
- საიტი;
- აპლიკაციები (travel guide);
- ბოტი (თბილისის ბოტი);
- უცხოური და ქართული მაგალითები;
- წერის ტექნიკა;
- ციფრული გუნდი;
- საკუთარ ბიზნესიდეებზე 2 რესურსისთვის სტრატეგიის, სამიზნე აუდიტორიისა და კონტენტის განსაზღვრა (ფეისბუქის, ინსტაგრამისა და ტრიპედვაიზერის შემთხვევაში არხებზე დარეგისტრირება), მოკლე პრეზენტაციის აწყობა.
მომხსენებლების შესახებ
ლიკა მოშიაშვილი – მედიისა დაკომუნიკაციის სპეციალისტი. Travel Guide • თრეველგაიდის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მარკეტინგის მენეჯერი. ციფრული მარკეტინგის კომპანიის Owl Group ერთ-ერთი დამფუძნებელი. ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სასწავლო ცენტრის ჯეოლაბი პიარისა და კომუნიკაციისმენეჯერი. კითხულობს ლექციებს, ონლაინკომუნიკაციებში, ჯეოლაბში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად სადაზღვევო კომპანია ალდაგში უკავია PR სპეციალისტის პოზიცია.
ლილი ფულარიანი – ბლოგერი, ქოფირაითერი, სოციალური მედიის მენეჯერი. ამჟამად რამდენიმე კომპანიას კონსულტაციას უწევს სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნაში. კითხულობს ლექციებს ჯეოლაბში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.