TourMODE კვირეულის მონაწილებს ლექციას ჩაუტარებს ილიაუნის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე
ღონისძიებები
6 დეკემბერს TourMODE კვირეულის ფარგლებში ილიაუნის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე გამართავს ლექციას თემაზე „ტურიზმის ინდუსტრია საქართველოში“.
მომხსენებლის შესახებ
მაია სიდამონიძე 2010-2013 წლებში იყო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ამჟამად ის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის მრჩეველია ტურიზმის მიმართულებით.
ფლობს UWIC – University of Wales Institute-ის (კარდიფი, დიდი ბრიტანეთი) მაგისტრის ხარისხს მარკეტინგში და London School of Commerce-ის (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში.