ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

TourMODE კვირეული - ტურიზმის ინდუსტრია საქართველოში

ღონისძიებები

18-22 დეკემბერს ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით TourMODE კვირეული გაიმართება.

ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის პროექტის TourMODE კვირეულის მონაწილეებისთვის ტრენინგს გამართავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ტურიზმის მიმართულების მოწვეული ლექტორი ნატალია ბახტაძე.

ნატალია ბახტაძე ეკოტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია, 2010-2012  წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის პროდუქციის განვითარების მენეჯერად. 2009 წელს ეკავა სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ გაყიდვების აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია. იმ წელსვე იყო Caucasus Environment NGO Network-ის პროექტის კოორდინატორი.

დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიდერლანდების მარკეტინგის უნივერსიტეტი, კაიზერლაუტენის უნივერსიტეტი გერმანიაში.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა.

დეტალური ინფორმაციისთვის შემოუერთდით Facebook ჯგუფს.

 

ბანერები