TourMODE კვირეული - ტურიზმის განვითარების ტენდენციები
ღონისძიებები
18-22 დეკემბერს ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით TourMODE კვირეული გაიმართება.
ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის პროექტის TourMODE კვირეულის მონაწილეებს ტრენინგს ჩაუტარებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ტურიზმის მიმართულების მოწვეული ლექტორი თორნიკე ზირაქიშვილი.
ტრენინგის თემა: ტურიზმის განვითარების ტენდენციები საქართველოში
თორნიკე ზირაქიშვილი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოსა და საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს უფროსია.
2010-2014 წლებში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2014 წლიდან დაინიშნა ადმინისტრაციის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსად, ხოლო 2016 წელიდან – ადმინისტრაციის ახალი დანაყოფის, საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს უფროსად.
თორნიკე ზირაქიშვილი ფლობს ბაკალავრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში აშშ-ის ჯორჯიის შტატის “West Georgia“-ის უნივერსიტეტიდან და მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
ადმინისტრაციაში მუშაობის დროს კოორდინაციას უწევდა საქართველოს ტურიზმის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესს და ხელმძღვანელობდა საქართველოს პირველი საკონვენციო ბიუროს ჩამოყალიბებას.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა.
დეტალური ინფორმაციისთვის შემოუერთდით Facebook ჯგუფს.