TourMODE კვირეული – ტრენინგი „პროექტის ბიუჯეტირება“
ღონისძიებები
18-22 დეკემბერს ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით TourMODE კვირეული გაიმართება.
ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის პროექტის TourMODE კვირეულის მონაწილეებს ტრენინგს ჩაუტარებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ლექტორი თამარ ლაბაძე
ტრენინგის თემა: პროექტის ბიუჯეტირება.
თამარ ლაბაძე მუშაობდა ფინანსური სპეციალისტის პოზიციაზე სხვადასხვა კომპანიასა და პროექტში. 2004 წლიდან – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში; ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრში; მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ფინაგროში“; საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.
მონაწილეობდა სხვადასხვა ორგანიზაციის – ADB (აზიის განვითარების ბანკი), EIB (ევროპის საინვესტიციო ბანკი) EBRD (ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი) WB (მსოფლიო ბანკი) და USID – პროექტებში.
2013 წლის გაზაფხულის სემესტრიდან დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსური აღრიცხვისა და ინვესტიციების საგნის მოწვეული ლექტორია.
2009 წელს გაიარა ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესავალი კურსი ITC უნივერსიტეტში, ტურინში (იტალია).
პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა.
დეტალური ინფორმაციისთვის შემოუერთდით Facebook ჯგუფს.