TourMODE კვირეული - თანამედროვე გამოწვევები და მიზნობრივი კომუნიკაცია
18-22 დეკემბერს ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით TourMODE კვირეული გაიმართება.
TourMODE კვირეულის მონაწილეებს ტრენინგს ჩაუტარებს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორი კახა მაღრაძე.
ტრენინგის თემა: თანამედროვე გამოწვევები და მიზნობრივი კომუნიკაცია
კახა მაღრაძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორი, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი და კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერია. 2007 წლიდან დღემდე არის ივენთ- მენეჯმენტისა და პიარის კურსის ლექტორი თბილისის პიარსკოლაში.
კახა მაღრაძეს განხორციელებული აქვს 30-ზე მეტი ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციის პიარ და საკომუნიკაციო კამპანიები. ავტორია საჯარო მოხელეთა სამაგიდო წიგნისა „სტარტეგიული დაგეგმარება წარმატებული საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის“.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა.
დეტალური ინფორმაციისთვის შემოუერთდით Facebook ჯგუფს.
2017