ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

TourMODE კვირეული - საჯარო გამოსვლის ხელოვნება

ღონისძიებები

ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის პროექტის TourMODE კვირეულის მონაწილეებს ტრენინგს ჩაუტარებს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორი ნინო სუბელიანი.

ნინო სუბელიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორი, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი და პროექტების მენეჯერია; მას განათლება მიღებული აქვს ნიდერლანდების მარკეტინგის ინსტიტუტში და ფლობს პრაქტიკოსი მარკეტოლოგის ორმაგ დიპლომს NIMA – A level (Netherlands Institute of Marketing) და EMSQ-ს (European Marketing Confederation). 2001 წლიდან ნინო მუშაობდა, როგორც კვლევით და საკონსულტაციო, ასევე არასამთავრობო და ბიზნესსექტორში პროექტების მართვისა და მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით. მისი კარიერული განვითარება მარკეტინგსა და PR-ში დაიწყო „საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტში“, კომპანია IPM-ში. 2007 წლიდან მუშაობდა „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის“ კომუნიკაციების მენეჯერის თანამდებობაზე.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა.

დეტალური ინფორმაციისთვის შემოუერთდით Facebook ჯგუფს.

ბანერები