ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

TourMODE კვირეული - ბიზნეს კანვას მოდელი

ახალი ამბები

18-22 დეკემბერს ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით TourMODE კვირეული გაიმართება.

ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის პროექტის TourMODE კვირეულის მონაწილეებს ტრენინგს ჩაუტარებს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორი და „ფაბლაბ ილიაუნის” ხელმძღვანელი - სანდრო კანდელაკი.

ტრენინგის თემა: ბიზნეს კანვას მოდელი

სანდრო კანდელაკი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბში (Fablab Iliauni) მუშაობს 2014 წლიდან და დღესდღეობით პრე-აქსელერატორ “ზუმაუთის” ხელმძღვანელია.

5 წლის განმავლობაში იგი მუშაობდა სხვადასხვა კოპანიაში სხვადასხვა მიმართულებით: მარკეტინგი, ლოჯისტიკა, ინოვაციები, სტარტაპები. 2014 წლიდან არის T laboratory-ის ტრენერი, ხოლო 2015 წლიდან მუშაობს საკუთარი სტარტაპ-კომპანიების შექმნაზე. დღეისთვის სანდრო კანდელაკს ორი მიმდინარე სტარტაპ-კომპანია აქვს.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა.

დეტალური ინფორმაციისთვის შემოუერთდით Facebook ჯგუფს.

ბანერები