ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სანდრო კანდელაკის ტრენინგი თემაზე: „როგორ დავიწყოთ“

ღონისძიებები

TourMODE კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი და ბიზნესაქსელერატორ „სპარკის“ მენეჯერი სანდრო კანდელაკი გამართავს ტრენინგს თემაზე: „როგორ დავიწყოთ “.

„რაიმე საქმის დაწყებამდე ყოველთვის ვპოულობთ სხვადასხვა მიზეზს, რომ ეს საქმე არ დავიწყოთ, ან გადავდოთ დაწყება. ტრენინგზე გავივლით აზროვნებისა და მოქმედების სხვადასხვა ტექნიკას, რომლებიც დაგვეხმარება სწრაფად ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ“, – ამბობს სანდრო კანდელაკი.

 სანდრო კანდელაკი 2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბისა (Fablab Iliauni) და პრე-აქსლერატორ ზუმაუთს ხელმძღვანელობდა. ამჟამად იგი ბიზნესაქსელერატორ „სპარკია“ მენეჯერია.

5 წლის განმავლობაში სანდრო კანდელაკი მუშაობდა სხვადასხვა კომპანიაში სხვადასხვა მიმართულებით, ესენია: მარკეტინგი, ლოჯისტიკა, ინოვაციები, სტარტაპები. 2014 წლიდან T laboratory-ს ტრენერია, ხოლო 2015 წლიდან მუშაობს საკუთარი სტარტაპკომპანიების შექმნაზე. სანდრო კანდელაკს ორი მიმდინარე სტარტაპკომპანია აქვს.

 პროექტის შესახებ ინფორმაცია იხ. ბმულზე: http://bit.ly/37jywxc

ბანერები