ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სანდრო კანდელაკის ტრენინგი „როგორ დავიწყოთ“

ღონისძიებები

16 აპრილს TourMODE კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი და ბიზნესაქსელერატორის „სპარკი” მენეჯერი სანდრო კანდელაკი გამართავს ტრენინგს თემაზე: „როგორ დავიწყოთ“.

„რაიმე საქმის დაწყებამდე ყოველთვის ვპოულობთ სხვადასხვა მიზეზს, რომ ეს საქმე არ დავიწყოთ, ან გადავდოთ დაწყება. ტრენინგზე გავივლით აზროვნებისა და მოქმედების ტექნიკებს, რომლებიც დაგვეხმარება სწრაფად ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ“, – ამბობს სანდრო კანდელაკი.

მომხსენებლის შესახებ

სანდრო კანდელაკი 2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბისა (Fablab Iliauni) და პრე-აქსლერატორ ზუმაუთს ხელმძღვანელობდა. ამჟამად იგი ბიზნესაქსელერატორის „სპარკი“ მენეჯერია.

5 წლის განმავლობაში სანდრო კანდელაკი მუშაობდა სხვადასხვა კომპანიაში სხვადასხვა მიმართულებით, ესენია: მარკეტინგი, ლოჯისტიკა, ინოვაციები, სტარტაპები. 2014 წლიდან T laboratory-ს ტრენერია, ხოლო 2015 წლიდან მუშაობს საკუთარი სტარტაპ-კომპანიების შექმნაზე. სანდრო კანდელაკს ორი მიმდინარე სტარტაპკომპანია აქვს.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/TourmodeR

აპლიკაციის შევსების ბოლო დღე: 10 აპრილი

 

ბანერები