ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საბა ჯაჯანიძის ვორკშოპი „მარკეტინგის ძირითადი კონცეფციები და მარკეტინგული გეგმა“

ღონისძიებები

TourMODE კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანიის ჯეპრა • Gepraს კონსულტანტი და პროექტების მენეჯერი საბა ჯაჯანიძე გამართავს ვორკშოპს თემაზე: „ძირითადი მარკეტინგული კონცეფციები“.

ვორკშოპზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

▶მარკეტინგული კონტექსტი: რა გარემოში ხორციელდება მარკეტინგი;

▶მარკეტინგის ძირითადი კონცეფციები და მარკეტინგული გეგმა;

▶პრაქტიკული სამუშაო: მარკეტინგული გეგმის ჩონჩხის შექმნა.

მომხსენებლის შესახებ:

საბა ჯაჯანიძე 2015 წლიდან ჯეპრას კონსულტანტი და პროექტების მენეჯერია. მას აქვს მარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავების, სტრატეგიულ ბრენდინგზე მუშაობის, მთავრობასთან ურთიერთობის პროექტების, ადვოკატირების კამპანიების, დაინტერესებული მხარეების მობილიზაციისა და მონაწილეობის დაგეგმვის გამოცდილება.

საბა 2016 წლიდან ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე ასწავლის მარკეტინგის საფუძვლებს.

პროექტში მონაწილეობისათვის შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: : http://bit.ly/Tourmode2019

აპლიკაციის შევსების ბოლო დღე: 4 დეკემბერი

ბანერები