ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საბა ჯაჯანიძის ვორკშოპი „მარკეტინგის ძირითადი კონცეფციები და მარკეტინგული გეგმა“

ღონისძიებები

17 აპრილს TourMODE კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრა • Gepraს კონსულტანტი და პროექტების მენეჯერი საბა ჯაჯანიძე ჩაატარებს ვორკშოპს თემაზე: „ძირითადი მარკეტინგული კონცეფციები“.

ვორკშოპზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

▶მარკეტინგული კონტექსტი: რა გარემოში ხორციელდება მარკეტინგი;
▶მარკეტინგის ძირითადი კონცეფციები და მარკეტინგული გეგმა;
▶პრაქტიკული სამუშაო: მარკეტინგული გეგმის ჩონჩხის შექმნა.

საბა ჯაჯანიძე 2015 წლიდან ჯეპრას კონსულტანტი და პროექტების მენეჯერია. მას აქვს მარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავების, სტრატეგიულ ბრენდინგზე მუშაობის, მთავრობასთან ურთიერთობის პროექტების, ადვოკატირების კამპანიების, დაინტერესებული მხარეების მობილიზაციისა და მონაწილეობის დაგეგმვის გამოცდილება.

საბა 2016 წლიდან ილიაუნის ბიზნესის,ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მოწვეული ლექტორია მარკეტინგის საფუძვლებში.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ  მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/TourmodeR

აპლიკაციის შევსების ბოლო დღე: 10 აპრილი



ბანერები