ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროექტი: TourMODE - ტურისტული სააგენტოს მოდელირება

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი, ილიაუნის ბიზნესის სკოლისა და ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით, 18-23 მაისს ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის განახორციელებს პროექტს - TourMODE. პროექტი გულისხმობს ტურისტული სააგენტოს მოდელირებას.

პროექტის მიზანია:

  • ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც შრომის ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანობას გაზრდის.
  • პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც დაეხმარება სტუდენტებს, მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში გამოიყენონ.

რატომ?

ეს პროექტი არის განსაკუთრებული შანსი:

✅ შექმნა საკუთარი სააგენტოს მოდელი;
✅ დაიწყო ფიქრი საკუთარი ბიზნესის წამოწყებასა და შემდგომ განვითარებაზე.
✅ მიიღო პრაქტიკული ცოდნა ტურისტული ბიზნესის წარმატებულად წარმართვაში.
✅ გააანალიზო ბიზნესის დასაწყებად აუცილებელი ნაბიჯები და პროცედურები.
✅ შეიძინო/გაიუმჯობესო მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები: გუნდური მუშაობა, პრეზენტაბელურობა, პრეზენტაციის აწყობა/დამუშავება და სხვა.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ნებისმიერი საფეხურის  სტუდენტებს.

 როგორ?

პროექტში მონაწილეების შერჩევა მოხდება 2 ეტაპად:

I ეტაპი:  შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა  https://goo.gl/Ob2x12 

სააპლიკაციო ფორმის შევსების ბოლო ვადაა: 7 მაისი

II ეტაპი: გასაუბრება

▶ როდის?

პროექტი TourMODE განხორციელდება სამ ეტაპად:
I ეტაპი - 18-19 მაისი (თბილისი)
II ეტაპი - 20-22 მაისი (დედოფლისწყარო)
ფინალი - 23 მაისი  (თბილისი)

საკონტაქტო ინფორმაცია:

student.affairs@iliauni.edu.ge

032 2 22 00 09 (270)

ბანერები