ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

Online TourMODE კვირეული – 4-8 მაისი

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ბიზნესის ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტისა და ტურიზმის ცენტრის ხელშეწყობით ილიაუნის სტუდენტებისთვის 4-8 მაისს გამართავს TourMODE კვირეულის 2019-2020 სასწავლო წლის მეორე ეტაპს, რომელიც გულისხმობს გაზაფხულის სემესტრის ბოლოს დაგეგმილ TourMODE ტურისტული სააგენტოს მოდელირების შემაჯამებელი პროექტისთვის მოსამზადებელ ტრენინგებს.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო TourMODE კვირეული დისტანციურად გაიმართება სხვადასხვა ციფრული პლატფორმის დახმარებით. 

პროექტის მიზანია:

▶ სტუდენტებისთვის ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, რომელიც შრომის ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანობას გაზრდის;

▶ პრაქტიკოსმა ლექტორებმა გაუზიარონ პრაქტიკული ცოდნა პროექტის მონაწილეებს;

▶ სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა, ტრენინგებისა და მასტერკლასების საშუალებით დაეუფლონ ისეთ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, რომლებიც მათ არა მარტო ტურისტულ ბიზნესში წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ.

* მონაწილეებს ტრენინგების გავლის შემდეგ საშუალება ექნებათ, ჩაერთონ TourMODE-ის შემაჯამებელი პროექტების კონკურსში.

რატომ უნდა შეავსო აპლიკაცია?

  • რათა მეტი გაიგო პროექტის „TourMODE ტურისტული სააგენტოს მოდელირების“ შესახებ;
  •  გადადგა პირველი ნაბიჯი შემაჯამებელ პროექტში მონაწილეობის მისაღებად*;
    * სტუდენტებს, რომლებსაც გავლილი ექნებათ TourMODE კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგკურსები, შემაჯამებელ პროექტზე „TourMODE – ტურისტული სააგენტოს მოდელირება“ შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ სხვა აპლიკანტებთან შედარებით;
  •  გაიგო მეტი ტურიზმის სფეროში COVID 19 ვირუსის შემდეგ არსებული გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ;
  • დაიწყო ფიქრი საკუთარი ბიზნესის წამოწყებასა და მის შემდგომ განვითარებაზე;
  • მიიღო ინფორმაცია ციფრული მარკეტინგის როლზე ტურიზმის სფეროში;
  • გამოიმუშავო ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, რომლებიც წარმატების მიღწევასა და კარიერულ წინსვლაში დაგეხმარება;
  • გააანალიზო ბიზნესის დასაწყებად აუცილებელი ნაბიჯები და პროცედურები.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებიმიერი საფეხურისა და მიმართულების სტუდენტს.
  • პროექტის ამ ეტაპზე მონაწილეობას ვერ მიიღებენ ის სტუდენტები, რომლებმაც უკვე მიიღეს მონაწილეობა TourMode კვირეულში ან შემაჯამებელ ღონისძიებაში.

როგორ?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ

მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/2UfL98I

დედლაინი: 1 მაისი

როდის?

 TourMODE კვირეული გაიმართება 4-8 მაისს. 

თითოეულ დღეს დაეთმობა 3 საათი, რომელიც მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს.


საკონტაქტო ინფორმაცია:

student.affairs@iliauni.edu.ge

 555383344

#ტურმოუდიჩემიპროექტია

ბანერები