ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ნატალია ბახტაძის ტრენინგი თემაზე: „ტურიზმი პრაქტიკაში“

ღონისძიებები

18 აპრილს TourMODE კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი და საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის კონსულტანტი ნატალია ბახტაძე გამართავს ტრენინგს თემაზე: „ტურიზმი პრაქტიკაში“.

ნატალია ბახტაძე საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის კონსულტანტია მართვის საკითხებში. 2018 წელს მისი ორგანიზებით ჩატარდა ეკოტურიზმის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია. 2010-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის პროდუქციის განვითარების მენეჯერად. 2009 წელს მას ეკავა სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ გაყიდვების აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა. იმ წელსვე იყო Caucasus Environment NGO Network-ის პროექტის კოორდინატორი.

დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ნიდერლანდების მარკეტინგის უნივერსიტეტი, კაიზერსლაუტერნის უნივერსიტეტი (გერმანია).

პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ  მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/TourmodeR

აპლიკაციის შევსების ბოლო დღე: 10 აპრილი

 

 

ბანერები