ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მურო თაკალანძის ვორკშოპი „პრეზენტაციის უნარები და საჯარო გამოსვლის ხელოვნება”

ღონისძიებები

TourMODE კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი მურო თაკალანძე გამართავს ვორკშოპს თემაზე: „პრეზენტაციის უნარები და საჯარო გამოსვლის ხელოვნება“.

ვორკშოპზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

▶ როგორი უნდა იყოს კარგი პრეზენტაცია;

▶ რა ციფრული რესურსების გამოყენება შეგვიძლია კარგი პრეზენტაციის მოსაწყობად;

▶ რა უნდა გაითვალისწინოს მომხსნებელმა საჯარო გამოსვლისას;

▶ განხილული იქნება რამდენიმე ქეისი კარგი და ცუდი საჯარო გამოსვლების მაგალითზე;

▶ პრაქტიკული სამუშაო: 2-წუთიანი გუნდური პრეზენტაცია წინასწარ განსაზღვრულ თემასთან დაკავშირებით.

მურო თაკალანძე 2017 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობს სხვადასხვა პოზიციაზე ციფრული მარკეტინგისა და პროექტების მიმართულებით.

ამჟამად საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი და ასევე ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი საზაფხულო სკოლის მენეჯერია. 2018 წლიდან ასწავლის ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე.

ბანერები