ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ლილი ფულარიანის ტრენინგი „ტური ციფრულ სამყაროში“

ღონისძიებები

15 აპრილს TourMODEკვირეულის ფარგლებში ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი ლილი ფულარიანი ჩაატარებს ტრენინგს „ტური ციფრულ სამყაროში“.

 ტრენინგზე განსახილველი საკითხები

▶ტურისტული ბიზნესისთვის საჭირო რესურსები:

  • ფეისბუქი;
  • ინსტაგრამი;
  • ტრიპედვაიზერი;
  • ბლოგი;
  • საიტი;
  • საძიებო სისტემები;
  • უცხოური და ქართული მაგალითები;
  • წერის ტექნიკა.


ტრენინგის შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ, სად მოიპოვონ მომხმარებლები, რა ენით ესაუბრონ მათ და რა არის ის პრინციპები, რომელთა მიხედვითაც ციფრული პროდუქტის ხარისხი იზომება.

მომხსენებლების შესახებ

ლილი ფულარიანი – ბლოგერი, ქოფირაითერი, სოციალური მედიის მენეჯერი. ამჟამად რამდენიმე კომპანიას კონსულტაციას უწევს სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნაში. კითხულობს ლექციებს ჯეოლაბში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა (GIPA) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ  მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/TourmodeR

აპლიკაციის შევსების ბოლო დღე: 10 აპრილი

 

 

ბანერები