ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ლიკა მოშიაშვილის ტრენინგი „ტური ციფრულ სამყაროში“

ღონისძიებები

15 აპრილს TourMODEკვირეულის ფარგლებში სოციალური მედიისა და კომუნიკაციის სპეციალისტი, Travel Guide • თრეველგაიდის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მარკეტინგის მენეჯერი ლიკა მოშიაშვილი გამართავს ტრენინგის მეორე ნაწილს თემაზე „ტური ციფრულ სამყაროში“.

ტრენინგზე განსახილველი საკითხები

▶ტურისტული ბიზნესისთვის საჭირო რესურსები:

  • აპლიკაციები (travel guide);
  • ბოტი (თბილისის ბოტი);
  • უცხოური და ქართული მაგალითები;
  • ციფრული გუნდი.


▶საკუთარ ბიზნესიდეებზე 2 რესურსისთვის სტრატეგიის, სამიზნე აუდიტორიისა და კონტენტის განსაზღვრა (ფეისბუქის, ინსტაგრამისა და ტრიპედვაიზერის შემთხვევაში არხებზე დარეგისტრირება).

მომხსენებლის შესახებ

ლიკა მოშიაშვილი – მედიისა და კომუნიკაციის სპეციალისტი – Travel Guide • თრეველგაიდის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მარკეტინგის მენეჯერია. ასევე არის ციფრული მარკეტინგის კომპანიის Owl Group ერთ-ერთი დამფუძნებელი და ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სასწავლო ცენტრის ჯეოლაბი პიარისა და კომუნიკაციის მენეჯერი. კითხულობს ლექციებს ონლაინკომუნიკაციებში, ჯეოლაბში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა (GIPA) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად სადაზღვევო კომპანია ალდაგში უკავია PR სპეციალისტის პოზიცია.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ  მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/TourmodeR

აპლიკაციის შევსების ბოლო დღე: 10 აპრილი


ბანერები