ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კობა ბულაშვილის ტრენინგი „ტურიზმი ონლაინსივრცეში“

ღონისძიებები

18 აპრილს TourMODE კვირეულის ფარგლებში  Accomodiation Wholesaler Hotel Hab Georgia”-ს მმართველი პარტნიორი კობა ბულაშვილი ჩაატარებს ტრენინგს თემაზე „ტურიზმი ონლაინსივრცეში“.

ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • Hotel Hub Georgia – Accommodation Wholesaler;
    • ვინ ვართ ჩვენ?!
    • საერთაშორისო პარტნიორები;
    • პარტნიორი სასტუმროები;
    • სამიზნე ბაზრები;
  • სასტუმროების ჯავშნების განხორციელების ონლაინარხები და საშუალებები;
  • სასტუმროების ონლაინჯავშნების სისტემების გლობალური მოთამაშეები;
  • ონლაინჯავშნების განხორციელება – პრაქტიკული ნაწილი.

კობა ბულაშვილმა 2007 წელს წარმატებით დაამთავრა European School of Management (ESM), რის შემდეგაც მუშაობა განაგრძო წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში „დიდი ოთხეულიდან“, კერძოდ, Ernst&Young-ში (EY) ფინანსური აუდიტის მიმართულებით. ამ ორგანიზაციაში მალევე დაწინაურდა, რის შემდეგაც მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მენეჯერის თანამდებობაზე.

2012 წლიდან კარიერა დაუკავშირა ტურიზმის ინდუსტრიას. მას დაახლოებით 6-წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს ტურიზმის ინდუსტრიაში, როგორც შემომყვანი ტურიზმის, ასევე მასპინძლობის მიმართულებით, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კომპანია „მიმინო თრეველსა“ და ჰოტელ „ჰაბში".

მის მოვალეობებში შედის სტრატეგიული დაგეგმარება, მსხვილ პარტნიორებთან მოლაპარაკებები, ბაზრის ტრენდების იდენტიფიცირება, თანამშრომლების მართვა, უფლება-მოვალეობების მიზანშეწონილად დელეგირება და შესრულების კონტროლი, ინოვაციური და პროგრესული ბიზნესგადაწყვეტილებების მიღება და სხვ.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ  მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/TourmodeR

აპლიკაციის შევსების ბოლო დღე: 10 აპრილი

ბანერები