ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

გიორგი ყურაშვილის ლექცია „სასტუმროს ოპერირება და მისი გამოწვევები ქართულ რეალობაში“

TourMODE კვირეულის ფარგლებში სასტუმროს The Biltmore Hotel Tbilisi-ს მიღება-განთავსების მენეჯერი გიორგი ყურაშვილი გამართავს ლექციას „სასტუმროს ოპერირება და მისი გამოწვევები ქართულ რეალობაში“.

ლექციაზე განსახილველი საკითხები

  • არსებული და მომავალი ბრენდული სასტუმროები საქართველოში;

  • პერსპექტივები სტუმარმასპინძლობის სფეროს მომავალი წარმომადგენლებისთვის;

  • თითოეული თანამშრომლის მიერ შემოსავლის მაქსიმალიზაციისა და სასტუმროს წარმატების გათვითცნობიერების მნიშვნელობა;

  •  სტუმართა მომსახურება, როგორც ფენომენი;

  •  ადეკვატური და ხარისხიანი განათლების მიღების მნიშვნელობა და შედეგები.

მომხსენებლის შესახებ:

გიორგი ყურაშვილს აქვს 16-წლიანი გამოცდილება სტუმარმასპინძლობის, კერძოდ სასტუმროს სფეროში. თანამშრომლობდა ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Marriott International (Tbilisi Marriott), Carlson Rezidor Hotels Group (Radisson Blu Iveria) და IHG (Holiday Inn Tbilisi). 2016 წლიდან დღემდე Millennium & Copthorne International-ის ქსელის სასტუმროს The Biltmore Hotel Tbilisi მიღება-განთავსების მენეჯერია. 2016-2018 წლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობდა მიღება-განთავსების მენეჯმენტს. 2018 წლიდან დღემდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სასტუმროს მენეჯმენტს ასწავლის. 2019 წლიდან კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგცენტრის ტრენერია მიღება-განთავსებისა და დაჯავშნის სამსახურის მიმართულებით.

ბანერები