ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

გიორგი ქემერტელიძის ტრენინგი „ტურიზმის ინდუსტრია საქართველში“

ღონისძიებები

19 აპრილს TourMODE კვირეულის ფარგლებში მონაწილეებს ტრენინგებს ჩაუტარებს ილიაუნის ასოცირებული პროფესორი და ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ქემერტელიძე.

ტრენინგის თემა: „ტურიზმის ინდუსტრია საქართველში“

მომხსენებლის შესახებ

გიორგი ქემერტელიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია. იგი ხელმძღვანელობს ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ტურიზმის ცენტრს და ბიზნესის სკოლის რამდენიმე ტრენინგკურსსა და სასერტიფიკატო პროგრამას. 2011 წლიდან იგი ტრენინგცენტრ „BDC აკადემიის“ ტრენერია. სხვადასხვა დროს დააფუძნა ტურისტული კომპანები: „TIIANGBEI TRAVEL“, „Gamarjoba Travel“, „Sweet Travel“, ხოლო 2008 წელს – არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ტურიზმის განვითარება“ და მისი ვიცე-პრეზიდენტია. 2009-2010 წლებში იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განვითარების დეპარტამენტის ტურიზმის დარგობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი, 2007-2008 წლებში – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის შიდა ტურიზმის კონსულტანტი. 2005 წელს ხელმძღვანელობდა ტაო-კლარჯეთში გეოგრაფიულ ექსპედიციას (ამავე ექსპედიციის თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმის რეჟისორია).


პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/TourmodeR

აპლიკაციის შევსების ბოლო დღე: 10 აპრილი

ბანერები