ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დალი ცატავას ლექცია თემაზე: „გასტრონომიული კულტურა, როგორც ქვეყნის საიმიჯო რესურსი“

ღონისძიებები

TourMODE კვირეულის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი და გასტრონომიული კულტურის მკვლევარი დალი ცატავა წაიკითხავს ლექციას თემაზე: „გასტრონომიული კულტურა, როგორც ქვეყნის საიმიჯო რესურსი“. 

ლექციაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • რა არის გასტრონომიული კულტურა;

  • საქართველოს პოტენციალი გასტრონომიულ რუკაზე;

  • გასტრონომიული, ფუდ და კულინარიული ტურიზმი.

მომხსენებლის შესახებ:

დალი ცატავა, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიდენტი, გასტრონომიული კულტურის მკვლევარია. მას აქვს პედაგოგიური და დიდაქტიკური მიდგომების, სწავლისა და სასწავლო პროცესის მართვის პრობლემების გადაწყვეტის, პროექტების მართვის 20-წლიანი და „საქართველოს კულინარიის აკადემიის“ პროექტის მენეჯერის გამოცდილება. Უთანამშრომლია შემდეგ საერთაშორისო ინსტიტუტებთან: GIZ, TACIS, GI, DAAD, ასევე ავსტრიის ტურიზმის კოლეჯ MODUL-თან. იგი არის ღვინის სკოლა „კაბისტონის“ ლექტორი, ღვინისა და კულინარიული ტურიზმის აკადემიის – Wine and Food Tourism Academy მენტორი. Ავტორია სამეცნიერო მონოგრაფიებისა გასტრონომიული ტურიზმისა და გასტრონომიული კულტურის მიმართულებით. ქართული გასტრონომიული კულტურის მკვლევრის სამეცნიერო საკვლევი თემაა „გასტრონომიული კულტურის სწავლება ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში.“ საერთაშორისო ჟურნალ Georgia to see-ის გასტრონომიული კულტურის შესახებ სამეცნიერო-პოპულარული სტატიების ავტორი და ჟურნალ კული-Art-ის ბლოგერია, ასევე ეთნიკური მიმართულების ქართული რესტორნების კონსულტანტი.

პროექტში მონაწილეობისათვის შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა: http://bit.ly/Tourmode2019

აპლიკაციის შევსების ბოლო დღე: 4 დეკემბერი

ბანერები