ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ADS Georgia 2020 - Advertising is dead - Folker Wrage

ADS Georgia 2020-ის დასასრულს კრეატიული სააგენტო Leavingstone-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი Folker Wrage ორ შეხვედრას გამართავს.

N1 თემა: Advertising is dead

Folker Wrage, კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონის“ ახალი დირექტორი,

25 წელზე მეტია საკომუნიკაცო სფეროში მუშაობს. თანამშრომლობდა ისეთ საერთაშორისო სააგენტოებთან, როგორებიცაა: McCann, Publicis, Ogilvy, Saatchi & Saatchi, Leo Burnett, Havas.

მუშაობდა გერმანიაში, აშშ-ში, თურქეთსა და შვეიცარიაში. რამდენიმე წლის წინ საკონსულტაციო და სარეკლამო სააგენტო Wrage/Antwort გახსნა. ფოლკერი საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალების, მათ შორის „კანის ლომების“, ხშირი სტუმარია. მას კარგად იცნობენ ქართული სარეკლამო ფესტივალის Ad Black Sea მონაწილეებიც – 2015 წლიდან მოყოლებული ფესტივალის ჟიურის პრეზიდენტია. 

უკვე ოთხი წელია, ფოლკერი შთაბეჭდილებებს, ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს ქართველ კრეატორებს შთამაგონებელი სემინარების, ვორკშოპებისა და პანელური დისკუსიების სახით.

სააგენტო „ლივინგსტონში“ ფოლკერ ვრაგე პირველად 2017 წლის შემოდგომაზე მიიწვიეს. ერთი თვის განმავლობაში ის გუნდს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა და კრეატიული პროცესის მართვაში ეხმარებოდა. 

შეხვედრის დრო: 10 აგვისტო, ორშაბათი, 16:00 საათი

სამუშაო ენა: ინგლისური

მეორე შეხვედრა გაიმართება 13 აგვისტოს. სასაუბრო თემის შესახებ ინფორმაციას წინასწარ გაგაცნობთ.

პროექტის შესახებ: t.ly/LsrF

Facebook ჯგუფი: t.ly/va9w

პროექტის პარტნიორია საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაცია (ACAG).

ბანერები