ვორკშოპი არქეოლოგიისა და პალეობიოლოგიის საკითხებზე
ღონისძიებები
26 ნოემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის გაიმართება ილიაუნის არქეოლოგიისა და პალეობიოლოგიის მიმართულებათა წარმომადგენლების მიერ ორგანიზებული ვორკშოპების ციკლის პირველი სესია.
ვორკშოპზე ილიაუნის არქეოლოგიის მიმართულების პროფესორ-მკვლევრები დამსწრეთ გააცნობენ მულტიდისციპლინურ კვლევებში ჩართვისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიურ ექსპედიციებში მონაწილეობის შესაძლებლობებს.
ვორკშოპს გაუძღვებიან:
ნოდარ ბახტაძე, არქეოლოგი, ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, არქეოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;
ნიკოლოზ წიქარიძე, პალეოანთროპოლოგი/არქეოლოგი, ილიაუნის ასისტენტ-პროფესორი;
გიორგი ბიძინაშვილი, არქეოლოგი, ილიაუნის მკვლევარი
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 26 ნოემბერი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1
დასწრება თავისუფალია.
2025