ღონისძიებები
26 იანვარი, 2026
ღონისძიებები
2 თებერვალი, 2026
ახალი ამბები
23 იანვარი, 2026
შიდა მობილობა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის
ახალი ამბები
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის შიდა მობილობას აცხადებს სწავლების როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურებზე.
- შიდა მობილობის – ფაკულტეტიდან/სკოლიდან ფაკულტეტზე/სკოლაში ან ცალკე მიღების მქონე პროგრამიდან საერთო მიღების მქონე პროგრამაზე გადასვლის – შესახებ სტუდენტთა მიერ განცხადებების დაწერის ბოლო ვადად განისაზღვროს 2026 წლის 13 თებერვალი, 18:00 საათის ჩათვლით;
- 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე სხვა ფაკულტეტი/სკოლიდან გადმომსვლელ საბაკალავრო საფეხურის სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა განისაზღვროს 30-ით. 30-ზე მეტი განაცხადის მიღების შემთხვევაში, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლების საბაკალავრო საფეხურზე მობილობის საშუალება ექნება პრეტენდენტთა სკალირებული ქულის მიხედვით შედგენილი რეიტინგის პირველ 30 კანდიდატს;
- სხვა ფაკულტეტიდან/სკოლიდან მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე „გამოყენებითი ხელოვნება – მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისთვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“; „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და „მუსიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ – გადასვლის მსურველი პირების რეიტინგი დგება შიდასაუნივერსიტეტო შემოქმედებითი ტურის შედეგების საფუძველზე;
- 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე სხვა ფაკულტეტი/სკოლიდან საბაკალავრო პროგრამებზე – „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და „გამოყენებითი ხელოვნება – მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისთვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ გადმომსვლელ საბაკალავრო საფეხურის სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა განისაზღვროს 10-ით, ხოლო საბაკალავრო პროგრამაზე: მუსიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) გადმომსვლელ საბაკალავრო საფეხურის სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა განისაზღვროს 5-ით;
- 2020-2021 სასწავლო წელს და შემდგომ ჩარიცხულმა შიდა მობილობის მსურველმა პირებმა, რომლებიც შიდა მობილობას ახორციელებენ იმ პროგრამაზე, რომელიც მესამე ან/და მეოთხე საგნად ითხოვს იმ საგნისგან განსხვავებული გამოცდის ჩაბარებას, რომლითაც ისინი ჩაირიცხნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საჭიროების შემთხვევაში, ფაკულტეტის მოთხოვნის საფუძველზე უნდა წარმოადგინონ გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობა მიმღებ პროგრამაზე საჭირო მესამე ან/და მეოთხე გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ გამოცდებში მიღებული ნედლი ქულის მითითებით;
- 2020-2021 სასწავლოს წლის გაზაფხულის სემესტრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურზე ჩარიცხულ სტუდენტებს უფლება მიეცეთ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე განახორციელონ შიდა მობილობა მე-2 დანართში განსაზღვრული პირობების შესაბამისად (საჭიროების შემთხვევაში წარმოადგინონ პირობების დაკმაყოფილების შესახებ ცნობა);
- 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროგრამებზე „ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და „ანგლისტიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ შიდა მობილობა გამოცხადდეს მხოლოდ ამავე ფაკულტეტის სტუდენტთათვის.
- 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროგრამაზე „ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ ვაკანტური ადგილების რაოდენობა განისაზღვროს 10-ით, ხოლო პროგრამაზე „ანგლისტიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ 5-ით. აღნიშნულ რაოდენობებზე მეტი განაცხადის მიღების შემთხვევაში, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლების საბაკალავრო საფეხურზე მობილობის საშუალება ექნება პრეტენდენტთა სკალირებული ქულის მიხედვით შედგენილი რეიტინგის პირველ 10 და 5 კანდიდატს;
- ის სტუდენტები, რომლებიც სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე ჩაირიცხნენ კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, შიდა მობილობაში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსგარეშე და არ იქნებიან გათვალისწინებული ვაკანტური ადგილების რაოდენობაში;
- მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურზე შიდა მობილობა ცხადდება მხოლოდ ამავე ფაკულტეტის სტუდენტთათვის;
- შიდა მობილობის შესახებ განცხადებების განხილვისა და შესაბამისი დასკვნების სტუდენტთათვის გაცნობის და მათი მხრიდან დასკვნებზე ხელმოწერის ბოლო ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 2026 წლის 26 თებერვალი.
2026