სერტიფიკატების გადაცემა ტუტორებისთვის
ახალი ამბები
23 ივნისს წიგნის სახლში „ლიგამუსი“ 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ტუტორებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე გიორგი გვალია, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი ნინო მატარაძე და სხვა მოწვეული სტუმრები.
ტუტორიუმის პროგრამა, რომელიც საქართველოში 2010 წელს პირველად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაინერგა, მიზნად ისახავს ქართულის, როგორც მეორე ენისა, და ინტეგრაციის პროგრამის არაქართულენოვანი სტუდენტების აკადემიური და სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობას.
მაღალკურსელი სტუდენტები, ტუტორები, სემესტრის განმავლობაში მოხალისეობრივად ეხმარებიან დაბალი კურსის სტუდენტებს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ინტეგრაციასა და სხვადასხვა პრაქტიკული დავალების შესრულებაში.
ტუტორთა მხარდაჭერა მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის მრავალენოვანი და მრავალკულტურული გარემოს განვითარებისთვის.
2025
გალერეა