საერთაშორისო ვორკშოპი „სიზმრები და სიზმრების სამყარო. ინტერდისციპლინური მიდგომა“
ახალი ამბები
14 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტში მკვლევრების, ლუკა ნახუცრიშვილისა და ფლორიან მიულფრიდის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო ვორკშოპი „სიზმრები და სიზმრების სამყარო. ინტერდისციპლინური მიდგომა“.
ვორკშოპის მონაწილეებმა ანთროპოლოგიის, კულტურის კვლევების, ფილოსოფიის, ფსიქოანალიზის გადმოსახედიდან განიხილეს როგორც ინდივიდუალური, ისე კოლექტიური სახის სიზმრები/ოცნებები და კოშმარები და მათი ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული კოორდინატები.
პროგრამა მიეძღვნა უკრაინელი მკვლევრის აუდიოექსპერიმენტს იმ სიზმრების შესახებ, რომლებსაც უკრაინელები ხედავდნენ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
ვორკშოპის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს, როგორ უნდა გაგრძელდეს ქართულ კონტექსტში და მის მიღმა სიზმრებისა და კოშმარების კვლევა სოციალურ, კულტურულ, პოლიტიკურ გარემოსთან მიმართებით მათი დიაგნოსტიკური პოტენციალის წინ წამოსაწევად.
2025
გალერეა