საერთაშორისო კონფერენცია „ქრისტიანული რელიკვიები და რელიკვარიუმები გვიანი ანტიკურობიდან პოსტბიზანტიურ ხანამდე: აღქმა და ინტერპრეტაცია“
ღონისძიებები
18-19 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ქრისტიანული რელიკვიები და რელიკვარიუმები გვიანი ანტიკურობიდან პოსტბიზანტიურ ხანამდე: აღქმა და ინტერპრეტაცია“.
აკადემიური ღონისძიება გააერთიანებს მსოფლიოს ათი ქვეყნის ოცამდე მეცნიერს, რომლებიც განიხილავენ ქრისტიანული რელიკვიებისა და მათი თაყვანისცემის კულტურულ განზომილებას პრემოდერნულ საზოგადოებებში.
კონფერენციის პროგრამა და მოხსენებათა აბსტრაქტები https://iliauni.edu.ge/uploads/other/90/90275.pdf
სამუშაო ენა: ინგლისური
ფორმატი: ჰიბრიდული
Zoom-ის ბმული:
https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/83684498236?pwd=ZteIGTxzaKO2AutTmq7P5vF2DwapHe.1
Meeting ID: 836 8449 8236
Passcode: 734961
დრო და ადგილმდებარეობა:
კონფერენციის გახსნა: 18 ოქტომბერი, 14:00 საათი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
19 ოქტომბერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F303 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
დასწრება თავისუფალია.
2025