მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საბაკალავრო პროგრამის „მუსიკა“ შემოქმედებითი ტურის პირველადი შედეგები

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის „მუსიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ შემოქმედებითი ტურის პირველადი შედეგების სანახავად გთხოვთ, ეწვიეთ შემდეგ ბმულს.

*აპლიკანტებმა უნიკალური კოდი ელექტრონული ფოსტის საშუალებით რეგისტრაციის დასრულებისთანავე მიიღეს.

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზე: „მუსიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ ჩარიცხვის მსურველი აბიტურიენტებისთვის შიდასაუნივერსიტეტო შემოქმედებითი ტურის შედეგებთან დაკავშირებით სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 2025 წლის 3 ივნისიდან 10 ივნისის 18:00 საათამდე.

სააპელაციო განაცხადის შესავსებად გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართოთ ელმისამართზე: tour.music@iliauni.edu.ge და artsci_coordinators@iliauni.edu.ge

2025

 

ბანერები