მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საბაკალავრო პროგრამების „გრაფიკის ხელოვნება“ და „გამოყენებითი ხელოვნება − მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისთვის“ შემოქმედებითი ტურის პირველადი შედეგები

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამების „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და „გამოყენებითი ხელოვნება − მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისთვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ შემოქმედებითი ტურის პირველადი შედეგების სანახავად გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს.

*აპლიკანტებმა უნიკალური კოდი ელექტრონული ფოსტის საშუალებით რეგისტრაციის დასრულებისთანავე მიიღეს.

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე „გრაფიკის ხელოვნება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ და „გამოყენებითი ხელოვნება − მხატვრული კერამიკა საჯარო სივრცეებისათვის (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ ჩარიცხვის მსურველი აბიტურიენტებისთვის შიდასაუნივერსიტეტო შემოქმედებითი ტურის შედეგებთან დაკავშირებით სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 2025 წლის 3 ივნისიდან 10 ივნისის 18:00 საათამდე.

სააპელაციო განაცხადის შესავსებად გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართოთ ამავე ელმისამართზე:Tour.Arts@iliauni.edu.ge და artsci_coordinators@iliauni.edu.ge

2025

 

ბანერები