სააპელაციო ზეპირი გამოცდის განრიგი − მიღება 2025-2026 სასწავლო წლისთვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე
ახალი ამბები
აპლიკანტებს, რომლებმაც წარმოადგინეს საპრეტენზიო განაცხადი 2025-2026 სასწავლო წლისთვის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით, საშუალება ეძლევათ, განმეორებითი ზეპირი გამოცდა ჩააბარონ შესაბამისი მიმართულების საპრეტენზიო საბჭოებს. ამასთან გადაიხედება იმ აპლიკანტთა ნამუშევრები, რომელთაც გაასაჩივრეს ესეის, სამოტივაციო წერილის, ტესტირების შედეგები, და მათ შეაფასებენ შესაბამისი მიმართულების საპრეტენზიო საბჭოები.
სააპელაციო ზეპირი გამოცდების განრიგი პროგრამების მიხედვით მოცემულია თანდართულ დოკუმენტებში.
- ანგლისტიკა − განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი
- შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა − განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი
- პოლიტიკის მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები − განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი
- რეგიონული კვლევები (ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები) − განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი
- ფსიქიკური ჯანმრთელობა − განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი
- საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება − განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი
- ადიქციის კვლევები − განმეორებითი ზეპირი გამოცდის განრიგი
შედეგების გამოცხადება
მაგისტრანტობის კანდიდატთა რეიტინგული სიები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები) და საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2025 წლის 15 სექტემბერს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მარიამ ანჯაფარიძე
საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A204
☏ (+995 32) 222 00 09 (430)
✉ mariam.anjapharidze@iliauni.edu.ge
თინათინ ასანიშვილი
საქმისმწარმოებელი
➳ ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A301
✉ graduateschool@iliauni.edu.ge
2025