მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროფესორ რუსუდან მირცხულავას ფსიქოლოგიური ტრენინგი „არტთერაპიის წარმოსახვითი მეთოდები“

ღონისძიებები

30 მაისს, 13:00-დან 15:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში ილიაუნის პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი რუსუდან მირცხულავა გამართავს ფსიქოლოგიურ ტრენინგს „არტთერაპიის წარმოსახვითი მეთოდები“.

ტრენინგზე მონაწილეები გაეცნობიან არტთერაპიული პრაქტიკის დროს წარმოსახვითი სავარჯიშოების როლსა და მნიშვნელობას. ისინი შექმნიან წარმოსახვით ხატებს და აღმოაჩენენ მათი ინტერპრეტაციისა და გაგების გზებს.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 30 მაისი, 13:00-15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორია, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2025

ბანერები